ბაქტერიები არიან მიკროსკოპული ზომის, ერთუჯრედიანი ორგანიზმები. არსებობს მათი ათასობით განსხვავებული სახეობა და ისინი არსებობენ ყველა შესაძლოგარემოში მთელ მსოფლიოში. ისინი ცხოვრობენ მიწაში,ზღვის წყალსა და დედამიწის ქერქის ღრმა შრეებშიც. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ბაქტერია ცხოვრობს რადიოაქტიურ ნარჩენებშიც კი. ზოგიერთი ბაქტერია ცხოვრობს ადამიანებისა და ცხოველების სხეულში –კანზე, სასუნთქ გზებში, პირის ღრუში, გამრავლებისა და შარდ-სასქესო სისტემაში, ხშირად ისე, რომ არ იწვევენზიანს.
ბაქტერიების მხოლოდ რამდენიმე სახეობა იწვევს დაავადებას. მათ ეწოდებათ პათოგენები. ზოგჯერ ბაქ ტერიებს, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ ორგაბაქტერიების მხოლოდ რამდენიმე სახეობა იწვევსდაავადებას. მათ ეწოდებათ პათოგენები. ზოგჯერ ბაქ ტერიებს, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ ორგანიზმში და არ იწვევენ ზიანს, შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადება. ბაქტერიებს შეუძლიათ დაავადების გამოწვევამავნე ნივთიერებების (ტოქსინები) წარმოქმნის მეშვეობით ან ქსოვილებში შეჭრის გზით, ანდა ორივენაირად.
არსებობს ბაქტერიების რამდენიმე კლასიფიკაცია:
ბაქტერიებს შეუძლიათ საკუთარი თავი დაიცვან უამრავი გზით.
ბიოფირი: ზოგიერთი ბაქტერია წარმოქმნის ნივთიერებას, რომელიც ეხმარება მათ მიუმაგრდნენ სხვა ბაქტერიებს, უჯრედებს ან ნივთებს. ეს ნივთიერება უერთდება ბაქტერიას, რომ წარმოქმნას წებოვანი ფენა,რომელსაც ბიოფირი ეწოდება. მაგ. ზოგიერთი ბაქტერიაქმნის ბიოფირს კბილებზე, რომელსაც კბილის ფოლაქიეწოდება. ბიოფირი იჭერს საკვების ნამცეცებს, რომელსაც ბაქტერია გადაამუშავებს და თავის სასარგებლოდიყენებს და ამ პროცესის დროს მათ შეიძლება გამოიწვიონ კბილის დაშლა. ბიოფირები ეხმარებიან ბაქტერიებს,რომ თავი დაიცვან ანტიბიოტიკებისგან.
კაპსულა: ზოგიერთი ბაქტერია შემოფარგლულია დამცავი კაფსულით. ეს კაფსულა იცავს ბატერიებს სისხლის თეთრი უჯრედების მიერ (რომლებიც ებრძვიანინფექციას) მონელებისგან. ასეთ ბაქტერიებს უწოდებენკაფსულაში მოთავსებულ (ინკაფსულირებულ) ბაქტერიებს.
გარეთა მემბრანა: კაფსულის ქვეშ გრამ-უარყოფითბაქტერიებს აქვთ გარეთა მემბრანა, რომელიც იცავსმათ გარკვეული ანტიბიოტიკებისაგან. ამ მემბრანის დარღვევისას გამოიყოფა მომწამლავი ნივთიერებები, რომელთაც ენდოტოქსინები ეწოდებათ. ენდოტოქსინებიხელს უწყობენ სიმპტომების გამწვავებას გრამ-უარყო -ფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს.
სპორები: ზოგიერთი ბაქტერია წარმოქმნის სპორებს,რომლებიც წარმოადგენენ არააქტიურ (მძინარე) ფორმებს. სპორები ეხმარებიან ბაქტერიებს გადარჩენაში,როდესაც გარემო პირობები არახელსაყრელია. როდესაც გარემო პირობები ხელსაყრელია, თითოეული სპორაგარდაიქმნება აქტიურ ბაქტერიად.
შოლტი: შოლტები წარმოადგენენ გრძელ, წვრილძაფებს, რომლებიც გამოშვერილია უჯრედის ზედაპირიდან და ხელს უწყობენ ბაქტერიის მოძრაობას. ბაქტერიებს შოლტების გარეშე არ შეუძლიათ თავისით გადაადგილება.
რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ: ბაქტერიები ავითარებენ წამლების მიმართ რეზისტენტობასსხვა ბაქტერიებისგან გენეტიკური მასალის შეძენისან საკუთარი გენების მუტაციის გზით. მაგ. 1940-იანიწლების შუა პერიოდიდან, მაშინ, როდესაც გამოჩნდაპენიცილინი, ძალიან მალე, ოქროსფერი სტაფილოკოკისრამდენიმე ცალკეულმა ბაქტერიამ შეიძინა გენები, რომლებმაც პენიცილინი მათ წინააღმდეგ უეფექტო გახადა.შტამებს, რომელთაც გააჩნდათ ეს განსაკუთრებულიგენები, ჰქონდათ გადარჩენის უპირატესობა, მაშინროდესაც პენიცილინი ინტენსიურად გამოიყენებოდა ინფექციების სამკურნალოდ. ოქროსფერი სტაფილოკოკის იმ შტამებს, რომელთაც აკლდათ ეს გენები, კლავდაპენიცილინი, რითაც ხელი ეწყობოდა დარჩენილი, პენიცილინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას და გარკვეული დროის შემდეგ ისინი დომინანტურნი გახდნენ. ამის შემდეგ, ქიმიკოსებმა შეცვალესპენიცილინის მოლეკულა და შექმნეს განსხვავებული, მაგრამ პენიცილინის მსგავსი ანტიბიოტიკი – მეთიცილინი,რომელსაც შეეძლო პენიცილინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების დახოცვა. მეთიცილინის შექმნიდანმალევე, ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამებს განუვითარდათ ახალი გენები, რომლებმაც ისინი გახადესრეზისტენტულები მეთიცილინის და მასთან მონათესავეპრეპარატების მიმართ. ამ შტამებს ეწოდება მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MღშA).გენები, რომლებშიც კოდირებულია რეზისტენტობა,გადაეცემა ბაქტერიის შთამომავლობასაც ან ზოგჯერბაქტერიის სხვა სახეობებსაც კი.
რაც უფრო ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკები, მითუფრო დიდია რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების ალბათობა. ამის გამო, ექიმები ცდილობენ გამოიყენონ ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინისაჭირონი არიან. ანტიბიოტიკების გამოყენება იმ ადამიანებში, რომელთაც არ აქვთ ბაქტერიული ინფექცია,აწუხებთ მხოლოდ ხველა და გაცივების სიმპტომები, არიწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ხელსუწყობს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას.იმის გამო, რომ ანტიბიოტიკები ასე ფართოდ (და არასწორად) გამოიყენება, ბევრი ბაქტერია რეზისტენტულია გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ.
რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ ადამიანიდან ადამიანზე. იმის გამო, რომ საერთაშორისო მოგზაურობა ასეთი ხშირია, რეზისტენტულიბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ მსოფლიოს მრავალ ნაწილში დროის მცირე ინტერვალის განმავლობაში. ამ ბაქტერიების საავადმყოფოებში გავრცელებაწარმოადგენს შეშფოთების განსაკუთრებულ მიზეზს.რეზისტენტული ბაქტერიები ხშირია საავადმყოფოებშიიმიტომ, რომ ანტიბიოტიკებს გამოიყენებენ ხშირად დასაავადმყოფოს მუშაკებმა და მნახველებმა შეიძლებაგაავრცელონ ბაქტერიები, თუ ისინი მკაცრად არ იცავენშესაბამის სანიტარიულ პროცედურებს. აგრეთვე, ბევრჰოსპიტალიზებულ პაციენტს აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა, რაც მათ ინფექციისადმი მეტად მოწყვლადს ხდის.
ბოტულიზმის ტოქსინმა, რომელსაც წარმოქმნის კლოსტრიდიული ბაქტერია, შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერი მოწამვლა და კუნთების დამბლა, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება ნაოჭებისშემცირებისა და კუნთის სპაზმების მკურნალობისმიზნით.
რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება აგრეთვე გავრცელდნენ ცხოველებიდან ადამიანზე. რეზისტენტული ბაქტერიები ხშირია ფერმის ცხოველებში, რადგანაცჯანმრთელ ცხოველებს რუტინულად ეძლევათ ანტიბიოტიკები იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას ინფექცია, რომელიც გამოიწვევს ზრდაში შეფერხებას ანდაავადებას