აქტინომიკოზი არის ქრონიკული ინფექცია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ანაერობული ბაქტერიით– Actinomyces israelii-ით. ის ჩვეულებრივ ცხოვრობსკბილებზე, ღრძილებზე, ნუშურა ჯირკვლებზე და ნაწლავებისა და საშოს ამომფენ ლორწოვანზე.
ეს ბაქტერიები იწვევენ ინფექციას მხოლოდ მაშინ,როდესაც იმ ქსოვილის ზედაპირი, რომელზეც ისინისახლობენ, ზიანდება, რაც ხელს უწყობს მათ სხვა, უფროღრმა ქსოვილებში შეჭრას. ამ ქსოვილებს მათგან თავდაცვის უნარი არ აქვთ. როდესაც დაავადება ვრცელდება, ფორმირდება ნაწიბუროვანი ქსოვილი და მუცელშიდა არხები (მათ ეწოდებათ ფისტულები ან ტრაქტები).თვეების ან წლების შემდეგ, ფისტულებმა შეიძლება მიაღწიონ კანს და ხელი შეუწყონ ჩირქის გამოდინებას გარეთ. შეიძლება გაჩნდეს ჩირქის შემცველი ჯიბეები (აბსცესები) გულმკერდის ღრუში, მუცლის ღრუში, სახესაან კისერში.
მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, მაგრამ ზოგჯერ აქტინომიკოზი ვითარდება ქალებში, რომლებსაცაქვთ საშვილოსნოსშიდა სპირალი.
აქტინომიკოზს აქვს რამდენიმე ფორმა. ყველა მათგანი იწვევს აბსცესის ჩამოყალიბებას.
მუცლის ფორმა: ბაქტერიები აინფიცირებენ ნაწლავებს, ჩვეულებრივ, აპენდიქსთან ახლოს და მუცლისღრუს ამომფენ ლორწოვანს (პერიტონეუმს). ზოგადისიმპტომებია მუცლის ქრონიკული ტკივილი, ცხელება, ღებინება, ფაღარათი ან ყაბზობა და წონის მკვეთრიკლება. შესაძლებელია ფისტულების ჩამოყალიბება მუცლის შიგნითა ნაწილიდან მის ზემოთ მდებარე კანამდე დანაწლავებსა და სხვა ორგანოებს შორის.
მენჯის ფორმა: ბაქტერიები ვრცელდება საშვილოსნოში ჩვეულებრივ საშვილოსნოს შიდა მოწყობილობიდან– სპირალიდან, რომელიც მოთავსებული იყო საშვილოსნოში წლების განმავლობაში. შესაძლოა ჩამოყალიბდესაბსცესები და ნაწიბუროვანი ქსოვილი კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში და ახლომდებარე ორგანოებში,როგორებიცაა შარდის ბუშტი და შარდსადენი. შესაძლებელია ამ ორგანოებს შორის ფისტულების ჩამოყალიბება. სიმპტომები შემდეგია: მუცლის ან მენჯის ქრონიკული ტკივილი, ცხელება, წონაში კლება, საშოდანგამონადენი და სისხლდენა.
კისრისა და სახის ფორმა: ჩვეულებრივ, მცირე ზომის, მაგარი, ზოგჯერ მტკივნეული ამოზნექილობებიჩნდება პირის ღრუში და სახეზე, კისერსა ან ყბის ქვემოთმდებარე კანზე (აქტინომიკოზური ყბა). ეს ამოზნექილობები შეიძლება დარბილდეს და გამოყოს ჩირქი, რომელიც შეიცავს მცირე, მრგვალ, მოყვითალო გრანულებს.ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ლოყაზე, ენაზე, ყელში, სანერწყვე ჯირკვლებში, ქალას ძვლებში, კისრისა დასახის ძვლებში (ხერხემლის კისრის ნაწილი), ტვინში დატვინის მფარავ ქსოვილებს (მენინგეალური გარსი) შორის არსებულ სივრცეებში.
გულმკერდის ფორმა: ეს ფორმა აზიანებს გულმკერდს. ადამიანებს აქვთ გულმკერდის ქრონიკულიტკივილი და ცხელება. ისინი კარგავენ წონას და ახველებენ, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით. ადამიანები სავარაუდოდ ინფიცირდებიან, როდესაც პირით შეისუნთქავენბაქტერიების შემცველ სითხეებს. ფილტვებში შეიძლებაგაჩნდეს აბსცესები და საბოლოოდ გავრცელდეს მემბრანაზე, რომელიც მდებარეობს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის (პლევრა). იქ აბსცესებმა შეიძლებაგამოიწვიოს გაღიზიანება (პლევრიტი) და დაინფიცირებული სითხის დაგროვება, რომელსაც ემპიემა ეწოდება.შეიძლება ჩამოყალიბდეს ფისტულები, რაც ხელს უწყობსინფექციის გავრცელებას ნეკნებისკენ, გულმკერდის კანისა და ზურგისკენ.
გენერალიზებული ფორმა: იშვიათად, ბაქტერიებიგადაიტანებიან სისხლის მიმოქცევით და აინფიცირებენსხვა ორგანოებს, როგორებიცაა ტვინი, ფილტვები, ღვიძლი, თირკმლები და გულის სარქვლები.
ექიმს დაავადებაზე ეჭვი მაშინ უჩნდება, როდესაცადამიანებს აქვთ ტიპური სიმპტომები. ამის შემდეგ, იღებენ რენტგენს და ჩირქის ან ქსოვილის ნიმუშს და ამოწმებენ მასში Actinomyces israelii- ის არსებობას. ხშირადკანის გავლით ხდება ნემსის შეყვანა, რომ მოხდეს აბსცესიდან ან დაინფიცირებული ქსოვილიდან ნიმუშის აღება. ზოგჯერ გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია(CT) ან ულტრასონოგრაფია იმისთვის, რომ ექიმმა ზუსტად მოათავსოს ნემსი დაინფიცირებულ ადგილას. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა ნიმუშის აღების მიზნით.
ნიმუშში ბაქტერიების აღმოჩენა და დამახასიათებელი რენტგენოლოგიური მონაცემები აზუსტებს დიაგნოზს.
მკურნალობა გულისხმობს აბსცესის ნემსის მეშვეობით (ჩვეულებრივ მისი მოთავსება ხდება კანის გავლით) დრენირებას და დიდი დოზებით ანტიბიოტიკების,როგორიცაა პენიცილინი ან ტეტრაციკლინი, მიღებას.შესაძლებელია ანტიბიოტიკების მიღება საჭირო გახდეს6-12 თვის განმავლობაში.
რომ დადგინდეს, გაიწოვა თუ არა აბსცესი, ზოგჯერსაჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ანმაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის (MRI) ჩატარება.ქირურგიული ჩარევა ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად ან მის გარეშე, ზოგჯერ აუცილებელი ხდება, კერძოდ კიიმ შემთხვევაში, თუ ინფექცია აზიანებს მნიშვნელოვანადგილებს, როგორიცაა მაგ. ხერხემალი.
თუ აქტინომიკოზის დიაგნოზი დაისვა დროულად დაშესაბამისად იქნა ნამკურნალები, ადამიანების უმრავლესობა სრულად განიკურნება.