ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი
ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი კავშირშია ერთმანეთთან:
- ბაქტერიემია: ბაქტერიები არიან სისხლის მიმოქცევაში. ბაქტერიემიის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ინფექცია, ასევე ძალიან მარტივი პროცედურაც კი, როგორიცაა მაგ. კბილების ენერგიული გახეხვა. ძალიან ხშირად, სახეზეა ბაქტერიების მხოლოდ მცირე რაოდენობა და ორგანიზმი მათ თავიდან იშორებს საკუთარი ძალებით. ასეთ შემთხვევებში, ადამიანების უმეტესობას არ აქვს არანაირი სიმპტომები. თუმცა, ზოგჯერ ბაქტერიემიას მივყავართ ინფექციებამდე, სეფსისამდე ან ორივემდე;
- სეფსისი: ბაქტერიემია ან სხვა ინფექცია ბიძგს აძლევს სერიოზულ, მთელი სხეულის მომცველ პასუხს (სეფსისი), რომელიც ჩვეულებრივ, გულისხმობს ცხელებას, სისუსტეს, გულის აჩქარებას, სუნთქვის გახშირებასა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მატებას;
- სეპტიკური შოკი: სეფსისი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის სიცოხლისთვის საშიშ დონემდე ვარდნას (შოკი), არის სეპტიკური შოკი. ამის შედეგად, შინაგანი ორგანოები ჩვეულებრივ იღებენ მცირე რაოდენობით სისხლს, რაც იწვევს მათი ფუნქციონირების მოშლას. სეპტიკური შოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.