ბაზოფილები მოცირკულირე ლეიკოციტების 3%-ზე ნაკლებს შეადგენს (სისხლის ერთ მიკროლიტრში 0-300 უჯრედია). მათი ფუნქცია იმუნიტეტის კონტროლი და ჭრილობების შეხორცებაა. გარდა ამისა, ბაზოფილები გამოათავისუფლებს ჰისტამინსა და სხვა მედიატორებს და დასაბამს აძლევს ალერგიულ რეაქციას. ბაზოფილების რიცხვის შემცირება (ბაზოპენია) თირეოტოქსიკოზის, მწვავე ზემგრძნობელობის რეაქციების და ინფექციების დროს შეიძლება განვითარდეს. ბაზოფილების რაოდენობის მომატება (ბაზოფილია) ჰიპოთიროიდიზმის დროს აღინიშნება. მიელოპროლიფერაციული დაავადებები (მაგალითად, ჭეშმარიტი პოლიციტემია და მიელოფიბროზი) ბაზოფილების რიცხვის მკვეთრ ზრდას იწვევს.