წითელი ქარი არის ცელულიტის ზედაპირული ფორმა, რომელიც, როგორც წესი, განპირობებულია streptococci-ით.
წითელ ქარს ახასიათებს მტკივნეული, კანიდან წამოწეული, წითელი ფერის ლაქების ფორმირება, დაზიანებას აქვს მკაფიო საზღვრები, შეხებით თბილი და მყარია, ხშირად ლოკალიზებულია სახეზე ან ქვედა კიდურებზე. ზოგადი სიმპტომებიდან შესაძლოა გამოხატული იყოს ცხელება, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა.
დიაგნოზი დამახასიათებელი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.
დაავადების სამკურნალოდ ეფექტიანია პერორალურად პენიცილინის გამოყენება, შედარებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს მისი (პენიცილინის) ინტრავენური ფორმა. დისკომფორტის შესამცირებლად შედეგიანია ცივი საფენები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. სოკოვანი ინფექციის თანდართვის შემთხვევაში დამატებით ანტიფუნგალური მედიკამენტები გამოიყენება.