კლებსიელა, ენტერობაქტერია და სერაცია წარმოადგენენ ერთმანეთთან მჭირდო კავშირში მყოფ გრამ-უარყოფით ბაქტერებს, რომლებიც ზოგჯერ აინფიცირებენ ადამიანებს საავადმყოფოში ან დაწესებულებებში, სადაც მათ უვლიან დიდი ხნის განმავლობაში.
ბაქტერია კლებსიელა სახლობს ნაწლავებში ჯანმრთელი ადამიანების დაახლოებით ერთ მესამედში. ენტერობაქტერია და სერაცია ჩვეულებრივ სახლობენ სხეულის გარეთ, ხშირად – საავადმოყოფოებსა და დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს უვლიან დიდი ხნის განმავლობაში. უხშირესად ადამიანები ინფიცირდებიან სწორედ ამ ადგილებში.
ამ ბაქტერიებმა შეიძლება დააიფიცირონ:
იშვიათად, კლებსიელა იწვევს ფილტვების ანთებას იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ სამედიცინო დაწესებულების გარეთ (საზოგადოებაში), ჩვეულებრივ ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებში, ასაკოვან ხალხში, პაციენტებში, რომელთაც აქვთ დიაბეტი ან დასუსტებული იმუნური სისტემა. ჩვეულებრივ, ეს მწვავე ინფექცია იწვევს ხველას, წებოვანი, მუქი ყავისფერი ან მუქი წითელი ფერის ნახველის გამოყოფას და ჩირქგროვების (აბსცესები) ჩამოყალიბებას ფილტვში ან ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ მემბრანაში (ემპიემა).
კლებსიელას ერთ-ერთმა სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. ამ დაავადებას ეწოდება ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი. ანტიბიოტიკები კლავენ იმ ბაქტერიებს, რომლებიც ნორმაში ცხოვრობენ ნაწლავებში. ამის შემდეგ კლებსიელას ბაქტერიებს შეუძლიათ გამრავლება და პრობლემების გამოწვევა. თუმცა, კოლიტის ეს ტიპი ჩვეულებრივ გამოწვეულია კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ გამომუშავებული ტოქსინებით.
ექიმები ეჭვობენ ამ ინფექციებიდან ერთ-ერთს იმ ადამიანებში, რომლებიც იმყოფებიან ინფექციათა განვითარების მომატებული რისკის ქვეშ: ცხოვრობენ დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს უვლიან დიდი ხნის განმავლობაში ან იმ ადგილებში, სადაც იყო ეპიდემიური აფეთქებები. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმები იღებენ ამონახველის, ფილტვების სეკრეტის (რომელიც მოპოვებულია ბრონქოსკოპის მეშვეობით), სისხლის, შარდისა ან დაინფიცირებული ქსოვილის ნიმუშს. ხდება ნიმუშის შეღებვა გრამის წესით, კულტივირება და მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა. შესაძლებელია ამ ბაქტერიების სწრაფი აღმოჩენა.
სხვა გამოკვლევები დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. მათ მიეკუთვნება რადიოლოგიური გამოკვლევები, როგორიცაა ულტრაბგერა, რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
ნიმუშებში აღმოჩენილ ბაქტერიებს იკვლევენ, რომ განსაზღვრონ რომელი ანტიბიოტიკები იქნება ეფექტური მათ საწინააღმდეგოდ (ამ გამოკვლევას ეწოდება მგრძნობელობაზე გამოკვლევა).
თუ კლებსიელათი გამოწვეული ფილტვების ანთება შეძენელია საზოგადოებაში, ანტიბიოტიკები, ჩვეულებრივ ინტრავენურად მიცემული ცეფალოსპორინი (როგორიცაა მაგ. ცეფტრიაქსონი) ან ფტორქინოლონი (როგორიცაა მაგ. ლევოფლოქსაცინი) კურნავენ მას.
თუ ამ სამი ბაქტერიიდან ერთ-ერთით გამოწვეული ინფექცია შეძენილია სამედიცინო დაწესებულებაში, რთულია მისი მკურნალობა, რადგანაც ასეთ დაწესებულებებში შეძენილი ბაქტერია ჩვეულებრივ რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ.