ლეპტოსპიროზი წარმოადგენს პოტენციურ სერიოზულ დაავადებას, რომელსაც იწვევს ლეპტოსპირას ბაქტერია.
ლეპტოსპიროზი ჩნდება ბევრ შინაურ და გარეულ ცხოველში. ზოგიერთი ცხოველი წარმოადგენს გადამტანს და გამოყოფს ბაქტერიებს შარდში. ზოგიერთი ცხოველი ავადდება და კვდება. ადამიანები ინფიცირდებიან პირდაპირი გზით – დაინფიცირებული ცხოველებისგან ან არაპირდაპირი გზით – დაინფიცირებული ცხოველის შარდით დაბინძურებული მიწის ან წყლის მეშვეობით.
ლეპტოსპიროზი მიეკუთვნება ფერმერების, მკერავებისა და ყასბების პროფესიულ დაავადებას. თუმცა, ადამიანების უმეტესობა ინფიცირდება ღია ცის ქვეშ საქმიანობის დროს, როდესაც ისინი იმყოფებიან კონტაქტში ბაქტერიით დაბინძურებულ მიწასთან ან წყალთან, კერძოდ – ცურვის ან ნიჩბოსნობის დროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაფიქსირებული 40-100 შემთხვევიდან უმეტესობა ვლინდება გვიან ზაფხულსა ან ადრეულ შემოდგომაზე. იმის გამო, რომ მსუბუქი ფორმის ლეპტოსპიროზი ჩვეულებრივ იწვევს გაურკვეველ, გრიპისმაგვარ სიმპტომებს, რომლებიც თავისით ქრებიან, ინფექციის ბევრი შემთხვევის აღიცხვა არ ხდება.
დაინფიცირებული ადამიანების 90%-ში სიმპტომები მსუბუქი ხასიათისაა. სხვა შემთხვევებში, დაავადება აზიანებს ბევრ ორგანოს. ლეპტოსპიროზის ამ პოტენციურად ლეტალურ ფორმას ვაილის სინდრომი ეწოდება.
ლეპტოსპიროზი ჩვეულებრივ მიმდინარეობს ორი ფაზით:
ვაილის სინდრომი: ეს ფორმა შეიძლება განვითარდეს მეორე ფაზის დროს. ის იწვევს სიყვითლეს (კანისა და თვალის სკლერის ყვითლად შეფერვა), თირკმლების უკმარისობას და სისხლდენისკენ მიდრეკილებას. ადამიანებს ეწყებათ ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლიანი ხველა ან სისხლდენა კანის, ფილტვისა და, შედარებით იშვიათად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქსოვილებში. ვითარდება ანემია. რამდენიმე ორგანომ, როგორიცაა მაგ. გული, ფილტვები და თირკმლები, შესაძლოა შეწყვიტონ ფუნქციონირება.
ადამიანების უმტესობა, რომელსაც არ უვითარდება სიყვითლე, გამოჯანმრთელდება. სიყვითლის (რომელიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე) მქონე ადამიანების 5-10% იღუპება. სიკვდილის სიხშირე სავარაუდოდ უფრო მაღალია ადამიანებში ვაილის სინდრომით და 60 წელზე ზევით ადამიანებში. თუ ლეპტოსპიროზი განვითარდა ადრეული ორსულობის დროს, მუცლის მოშლის რისკი იზრდება.
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ექიმები იღებენ სისხლისა და შარდის ნიმუშებს. ხდება ამ ნიმუშების გამოკვლევა. თუ ადამიანებს აქვთ მენინგიტის სიმპტომები, ექიმები ატარებენ ლუმბალურ პუნქციას იმისთვის, რომ მოიპოვონ ზურგისა და თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხე) ნიმუში. ჩვეულებრივ რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებენ რამდენიმე ნიმუშს. ეს ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირების) მიზნით.
ბაქტერიის კულტურაში აღმოჩენა ან უფრო ხშირად, სისხლში ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს.
ანტიბიოტიკ დოქსიციკლინს შეუძლია ლეპტოსპიროზის განვითარების თავიდან აცილება. ის ეძლევა ადამიანებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბაქტერიასთან და ამავდროულად, ადამიანებს, რომლებიც დაინფიცირდნენ.
ინფექციის მსუბუქ ფორმებს მკურნალობენ ანტიბიოტიკების, როგორიცაა ამოქსიცილინი ან დოქსიციკლინი, დასალევი ფორმებით. ინფექციის მწვავე ფორმების დროს საჭიროა ანტიბიოტიკების, როგორიცაა მაგ. პენიცილინი, დოქსიციკლინი ან ერითრომიცინი, ინტრავენურად დანიშვნა. შესაძლებელია აგრეთვე მარილის შემცველი სითხეების მიცემა. არ არის საჭირო ინფექციის მქონე ადამიანების იზოლირება, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე მათ შარდთან მოპყრობის დროს.
ადამიანებს ვაილის სინდრომით შესაძლოა დასჭირდეთ სისხლის გადასხმა და ჰემოდიალიზი.