შეშუპება: ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ტუჩების შეშუპება. რეაქცია შეიძლება გამოწვეული იყოს გაზრდილი მგრძნობელობით ზოგიერთი საკვების ან სასმელის, წამლის, ტუჩის საცხის ან ჰაერწვეთოვანი (ჰაერში არსებული) გამაღიზიანებლების/ირიტანტების მიმართ. მიზეზის გამოვლენისა და აღმოფხვრის შემდგომ ტუჩები, როგორც წესი, ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. მაგრამ ხშირად შეშუპების მიზეზი უცნობი რჩება.
მდგომარეობამ, რომელსაც მემკვიდრეობით ანგიოედემას უწოდებენ, შეიძლება გამოიწვიოს რეკურენტული გამწვავებები შეშუპებით. არამემკვიდრეობითი ფორმების დროს, როგორიცაა მულტიფორმის ერითემა, მზის დამწვრობა, ცივი და მშრალი ამინდი ან ტრავმა, შეიძლება ასევე ტუჩების შეშუპება განვითარდეს. მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. ზოგჯერ ალერგიული რეაქციით გამოწვეული შეშუპების შესამცირებლად კორტიკოსტეროიდულ მალამოს იყენებენ. იშვიათ შემთხვევაში, გარეგნული შეხედულების გაუმჯობესების მიზნით, ტუჩის ჭარბი ქსოვილის მოშორება ქირურგიული ჩარევის გზითაა შესაძლებელი.
ანთებითი დაავადება: ტუჩების;ანთებითი დაავადების (ქეილიტი) დროს;ტუჩის კუთხეები ღიზიანდება, სიწითლის ფონზე მტკივნეული;ნახეთქები და კანის აქერცვლა ვითარდება. ქეილიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინი B2-ის დეფიციტით, მაგრამ ეს დეფიციტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იშვიათად გვხვდება და მისი მკურნალობა შესაძლებელია ამ ვიტამინის დანამატების მიღებით.
ძალიან ხშირად, თუ ადამიანს აქვს პროთეზი და ვერ ახერხებს ყბების ადეკვატურ განცალკევებას ტუჩის კუთხეებში, შეიძლება განვითარდეს ნაოჭები და გაღიზიანება (ანგულარული ქეილიტი). მკურნალობა მოიცავს პროთეზის გამოცვლას, რაც ხელს შეუწყობს ტუჩის კუთხეებში ნაოჭების შემცირებას.
დისკოლორაცია/გაუფერულება: დამახასიათებელია ჭორფლი და ტუჩების გარშემო უსწორმასწორო ფორმის მოყავისფრო უბნები (მელანოზური ლაქა), რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
მაგრამ ზემოთ მოყვანილი ნიშნები არ შეიძლება შეშფოთების მიზეზი გახდეს. მრავალრიცხოვანი, პატარა, მიმოფანტული მოყავისფრო-შავი ლაქები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი დაავადების ნიშანი, ე.წ. პეიტც-ეგერსის (Peutz-Jeghers) სინდრომი, რომელიც კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში მრავლობითი პოლიპების განვითარებით ხასიათდება. კავასაკის დაავადება უცნობი ეტიოლოგიის ძალზე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ, 8 წლის ასაკის ან უფრო მცირეწლოვან ბავშვებში გვხვდება, რამაც შეიძლება ტუჩების სიმშრალე და ჰიპერემირებული დახეთქილი ტუჩები გამოიწვიოს.
წყლულები: ტუჩზე მზარდი უბნები ან წყლულები მაგარი კიდეებით შეიძლება კანის კიბოს ფორმა აღმოჩნდეს. სხვა ტიპის წყლულები შეიძლება განვითარდეს როგორც სხვა დაავადებების სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა ორალური ჰერპესი/მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექცია (ცივი წყლულები) ან სიფილისი. ზოგიერთი ტიპის წყლულის, მაგალითად, კერატოაკანტომას განვითარების მიზეზი უცნობია.
მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება: აღნიშნული დაზიანების შედეგად შეიძლება განვითარდეს ტუჩების, განსაკუთრებით კი ქვედა ტუჩის, სიმაგრე და სიმშრალე. წითელი ლაქები ან თეთრი ფერი – ეს არის სიგნალი, რომელიც კიბოს განვითარების შანსს ზრდის. ამ ტიპის დაზიანების შემცირება/თავიდან აცილება შესაძლებელია ტუჩის ბალზამის, რომელიც შეიცავს მზისგან დამცავ მალამოს, ან მზის მავნე სხივებისგან დამცავი ფართოფარფლებიანი ქუდის გამოყენებით.