თეთრი, წითელი ან შერეული თეთრ-წითელი უბნები, რომლებიც ადვილად არ ქრება, 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და ძნელი დასადგენია, არის თუ არა რომელიმე შემთხვევაში კიბოსწინარე მდგომარეობა. კიბოსწინარე ცვლილებებში, ისევე როგორც ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის პროცესში, ჩართულია/მონაწილეობს ერთი და იგივე რისკფაქტორები. აქედან გამომდინარე, კიბოსწინარე ცვლილებებიშეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში, თუ მათი დროული აღმოფხვრა, მოცილება არ მოხდა.
ლეიკოპლაკიაარის თეთრი ლაქა, რომელიც წარმოიქმნება პირის ღრუში, ტენიანი ამომფენი შრის (ლორწოვანი გარსი) გაღიზიანების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დაზიანებული ადგილის გათეთრება გამოწვეულია კერატინის შრის გასქელებით – რქოვანი ნივთიერება, რომელიც ფარავს კანს და, როგორც წესი, ნაკლებადაა წარმოდგენილი პირის ღრუს ამომფენ შრეში.
ერითროპლაკია არის წითელი და ბრტყელი, აქერცლილი/გალეული უბანი, რომელიც პირის ღრუს ამომფენი შრის გათხელების შედეგად ჩნდება. მისი წითელი შეფერილობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ლორწოვანის ქვეშა კაპილარები უფრო ხილვადი ხდება. ლეიკოპლაკიასთან შედარებით ერითროპლაკია უფრო ხშირად განიხილება, როგორც ორალური კიბოს პრედიქტორი.