პერიქონდრიტი არის ყურის ნიჟარის ხრტილოვანი ნაწილის ან სასმენი მილის, ან ორივეს გარემომცველი ქსოვილის ინფექცია.
პერიქონდრიტი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, დამწვრობამ, მწერის ნაკბენმა, ყურის ბიბილოს გახვრეტამ ან ყურის ფურუნკულმა. დაავადებას ხელს უწობს იმუნიტეტის დაქვეითება და შაქრიანი დიაბეტი. პირველი სიმპტომებია: სიწითლე, ტკივილი და ყურის ბიბილოს შეშუპება. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ცხელება, ჩირქი გროვდება ხრტილსა და შემაერთებელი ქსოვილის ფენას შორის, ზოგჯერ ჩირქი ხელს უშლის ხრტილისთვის სისხლის მიწოდებას და ყურის დეფორმაციას იწვევს. დესტრუქციული და ხანგრძლივი პერიქონდრიტიც კი მხოლოდ მსუბუქდისკომფორტს იწვევს.
ჩირქის დაწრეტაა საჭირო სისხლის მოძრაობის აღსადგენად. საშუალო სიმძიმის ინფექციისას დასალევი ანტიბიოტიკები ინიშნება; მწვავე ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკი ვენაში შეჰყავთ. ანტიბიოტიკის შერჩევისას ითვალისწინებენ გამომწვევი ბაქტერიის სახეს და დაავადების მიმდინარეობის სიმწვავეს.