ცხვირის ვესტიბულიტი არის ნესტოების ანთება.
ცხვირის უმნიშვნელო ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს პუსტულები თმის ძირებზე (ფოლიკულიტი) და ფუფხები ცხვირის ნიჟარებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ბაქტერია Staphylococcus. ინფექცია ვითარდება თითით ცხვირის ლორწოვანის დაზიანებისას, ასევე ნესტოების გადაჭარბებული ბერვა იწვევს ქერქის გაღიზიანებას და სისხლდენას. ბაციტრაცინი ან მუპიროცინის მალამო ჩვეულებრივ კურნავს ინფექციას.
უფრო სერიოზულ ინფექციას მივყავართ ფურუნკულის ჩამოყალიბებამდე ცხვირის ღრუში. ფურუნკული შეიძლება გავრცელდეს ცხვირის წვერზე კანქვეშ (ცელულიტი). ამ მიდამოს ინფექცია ძალიან საშიშია, ვინაიდან სისხლძარღვები აღწევს სახიდან ტვინამდე. თუ ბაქტერია გავრცელდა სისხლძარღვების მეშვეობით ტვინამდე, შეიძლება ჩამოყალიბდეს კავერნოზული სინუსის თრომბოზი.
პაციენტებს ნაზალური ვესტიბულიტით ენიშნებათ ანტიბიოტიკები და თბილი საფენები, 3-ჯერ დღეში, 15-20 წთ-ის მანძილზე. ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ დიდი ზომის ფურუნკულის ან ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობისას.