პარანაზალური სინუსების სიმსივნე ძირითადად გვხვდება ზედა ყბისა და ცხავის ძვლის სინუსებში. იშვიათია შეერთებულ შტატებში, უფრო ხშირად გვხვდება იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის ბანტუს ტომებში. ამ სიმსივნეების გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, მაგრამ ის უფრო ხშირად გვხვდება პაციენტებში, ვისაც უწევს გარკვეული ტიპის ხისა და მეტალის მტვრის შესუნთქვა. ექიმები არ მიიჩნევენ, რომ ქრონიკული სინუსიტი იწვევს სიმსივნეებს.
ვინაიდან სინუსები ქმნის კარგ გარემოს სიმსივნის ზრდისთვის, პაციენტების უმეტესობაში სიმპტომები არც ვლინდება, სანამ სიმსივნე ზომაში არ მოიმატებს. სიმპტომები მოიცავს ტკივილს, ცხვირის გაჭედილობის შეგრძნებას, მხედველობის გაორებას, ცხვირიდან და კბილებიდან სისხლდენას დაზიანებული სინუსის ქვემოთ, რაც გამოწვეულია სიმსივნის წნევით ზეწოლით ახლომდებარე ქსოვილებზე.
სიმსივნის სამკურნალოდ მიმართავენ ქირურგიული და სხივური თერაპიის კომბინაციას. უკანასკნელი მიღწევები ქირურგიული ტექნიკის სფეროში საშუალებას იძლევა სრულად ამოღებულ იქნეს სიმსივნე, დავზოგოთ სახის დაუზიანებელი ნაწილები, როგორიცაა თვალები და მოვახდინოთ სახის მიდამოს რეკონსტრუქცია უკეთესი გამომეტყველებისთვის. რაც უფრო ადრეულ სტადიაზეა სიმსივნე, გამოსავალი უმჯობესია. თუმცაღა, გადარჩენის შანსი, როგორც წესი, დაბალია. პაციენტების მხოლოდ 10-20% ცხოვრობს 5 წელზე მეტხანს.