პუბერტული პერიოდი იწყება 9 წლიდან და 16 წლამდე გრძელდება;
პუბერტულ პერიოდში სათესლე ჯირკვლები იწყებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას;
ტესტოსტერონი განაპირობებს რეპროდუქციული ორგანოების მომწიფებას (სახესა და ბოქვენზე ჩნდება თმა, ხმა ბოხდება).
პუბერტული პერიოდი არის ადამიანის განვითარების სტადია, როცა ის რეპროდუქციული უნარის ჩამოყალიბებას იწყებს და თავის გენეტიკურ იდენტობას აცნობიერებს. ვაჟებში ამ პერიოდის დასაწყისი ჩვეულებრივ 10-დან14 წლამდე ასაკს მოიცავს, თუმცა არც ისე იშვიათია პუბერტული პერიოდის დაწყება ნაადრევად, 9 წლის ასაკიდან, ან მისი 16 წლამდე გახანგრძლივება.
ჰიპოფიზის ჯირკვალი, რომელიც განსაზღვრავს პუბერტული პერიოდის დაწყების პროცესს, თავის ტვინში მდებარეობს. ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოყოფს მალუტინიზირებელ და ფოლიკულების მასტიმულირებელ ჰორმონებს, რომლებიც ააქტიურებენ სათესლე ჯირკვლების მიერ ტესტოსტერონის გამომუშავებას. ტესტოსტერონი პასუხისმგებელია მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. ეს ნიშნები განსაზღვრავენ სქესის ტიპს, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ რეპროდუქციული სისტემის ნაწილს. ასეთებია: სახეზე თმის გაზრდა და ხმის ტემბრის შეცვლა.
ტესტოსტერონი ასევე იწვევს მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების ცვლილებებს, როგორიცაა:
სპერმის გამომუშავება იწყება 14 წლის ასაკში. პირველი ეაკულაცია ხდება პუბერტული ასაკის გვიან პერიოდში.