შარდსადენის დანაწიბურების შედეგად განვითარებული შევიწროება.
შარდსადენის შევიწროება (strictura) უმეტესწილად წინამორბედი დაზიანების შედეგია. ხშირად მიზეზის დადგენა ფერხდება. არც ისე ხშირად შევიწროების მიზეზი გადატანილი ინფექციებია. შარდსადენის მსუბუქად გამოხატული შევიწროების დროს შარდი ნაკლები სიძლიერით ან ორმაგი ნაკადით გამოედინება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შარდის ნაკადის სრული ბლოკირება. შევიწროებული ადგილის უკანა მხარეს ზეწოლის შედეგად შეიძლება შარდი გადავიდეს შარდსადენის ირგვლივ ქსოვილში. ვითარდება დივერტიკული. შარდვის სიხშირის და სრულყოფილად გამოყოფის შემცირების შედეგად შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ინფექციები. უროლოგები (ექიმები, რომელთა სპეციალობა საშარდე სისტემასა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში არსებული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობაა) შარდსადენის შევიწროების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ რენტგენოლოგიურ კვლევას, შარდსადენში რადიაციული საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით (რეტროგრაფიული უროგრაფია) ან ახდენენ შარდსადენის პირდაპირ დათვალიერებას სპეციალური დრეკადი ვიდეომილის გამოყენებით (ცისტოსკოპია), წინასწარ ლოკალური საანესთეზიო საცხის გამოყენებით. შარდსადენის შევიწროების სამკურნალოდ უროლოგები, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, შარდსადენის გაფართოების მიზნით, მასში დგამენ სპეციალურ ხელსაწყოს, რომლითაც ხდება შევიწროებული შარდსადენის გახსნა. უროლოგებს, აგრეთვე, შეუძლიათ შარდსადენის გასახსნელად შევიწროებული ადგილის გაჭრა (ურეთროტომია). ზოგჯერ შარდსადენის შევიწროების მკურნალობის შემდეგ მოსალოდნელია განვითარდეს ნაწიბუროვანი ქსოვილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი. შარდსადენის შევიწროების რეციდივის დროს დანაწიბურებული ქსოვილი შეიძლება ამოღებულ იქნას ქირურგიული ჩარევით და შემდგომში შესაძლოა საჭირო გახდეს შარდსადენის რეკონსტრუქცია.