ტულარემია (კურდღლის ცხელება, ირმის ბუზის ცხელება) არის ბაქტერია Francisella tularensis-ით გამოწვეული ინფექცია, რომელიც გადადის გარეული ცხოველებიდან, ჩვეულებრივ, კურდღლებიდან.
ნორმაში ფრანცისელა ტულარენსისი გვხვდება ცხოველებში, განსაკუთრებით მღრღნელებსა და კურდღლებში. ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ შემდეგი საქმიანობების დროს:
ფრანცისელა ტულარენსისი წარმოადგენს პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღს. ის შეიძლება გავრცელდეს ჰაერით და მოხდეს მისი შესუნთქვა. ჰაერწვეთოვანი ნაწილაკების ზომა განსაზღვრავს, თუ სასუნთქი ტრაქტის რომელ ნაწილში დაგროვდებიან ისინი. მცირე ზომის ნაწილაკები გროვდება ფილტვების პატარა ტომრებში და იწვევენ პნევმონიას.
ტულარემია არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.
ტულარემიის სხვადასხვა ტიპი აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს და შესაბამისად იწვევს სხვადასხვა სიმპტომს. ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ, დაახლოებით 3-5 დღეში ვითარდება სიმპტომები, მაგრამ მათ განვითარებას შესაძლოა დასჭირდეს 14 დღეც.
იმ ნაკაწრის ან ნაკბენის ახლოს, რომლიდანაც დაიწყო ინფექციის განვითარება, შეიძლება განვითარდეს წყლული. შესაძლებელია დაინფიცირებულ არესთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძების შეშუპება და მტკივნეულობა. მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს ცხელება 40ºC (104ºF)-მდე შემცივნებით, ინტენსიური ოფლიანობითა და კუნთთა ტკივილით. ადამიანები თავს გრძნობენ შეუძლოდ (დაღლილობა) და აქვთ გულისრევა, ღებინება, იკლებენ წონაში. ნებისმიერ დროს შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი. ზოგჯერ გროვდება ჩირქი აბსცესის წარმოქმნით.
ჯამში, ტულარემიით დაავადებული არანამკურნალები ადამიანების 5-15% იღუპება. თუმცა, ტულარემიის ზოგიერთი ფორმით (ტიფური ან ფილტვისმიერი) დაავადებული ადამიანების 30-60% იღუპება. შესაბამისი მკურნალობის ფონზე იღუპება 1%-ზე ნაკლები. სიკვდილის მიზეზი, ჩვეულებრივ, ფართოდ გავრცელებული ინფექცია, პნევმონია, მენინგიტი ან მუცლის ღრუს ამომფენი ლორწოვანის ანთებაა (პერიტონიტი).
რეციდივები იშვიათია, მაგრამ ისინი შეიძლება განვითარდეს არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევებში. ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ტულარემია, აქვთ იმუნიტეტი ხელახალი დაინფიცირებისადმი.
ექიმს მიაქვს ეჭვი ტულარემიაზე იმ ადამიანებში, რომლებსაც მოულოდნელად უვითარდებათ ცხელება, შეუშეპდებათ ლიმფური კვანძები და აქვთ დამახასიათებელი წყლულები ტკიპებთან ან ირმის ბუზებთან შეხების გამო ან თუ მათ ჰქონდათ თუნდაც მსუბუქი კონტაქტი ველურ ძუძუმწოვართან (განსაკუთრებით –კურდღელთან).
იღებენ დაინფიცირებული მასალის, როგორიცაა, მაგ.: სისხლი, ლიმფური კვანძის სითხეები, ჩირქი წყლულებიდან ან ნერწყვი – ნიმუშებს. ისინი იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელია ბაქტერიების გაზრდა (კულტივირება). აგრეთვე შესაძლებელია სისხლში ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოკვლევა.
თუ ადამიანები სტუმრობენ იმ ადგილებს, სადაც ტულარემია ხშირია, მათ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
ტკიპების დაუყოვნებლივი ძებნა შესაძლოა დაგვეხმაროს ინფექციის თავიდან აცილებაში, რადგან ინფექციის გადაცემას, ჩვეულებრივ, სჭირდება, რომ ტკიპა კანზე მიმაგრებული იყოს 4 საათი ან მეტი. თუ ტკიპა ნაპოვნი იქნა, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიშორონ.
კურდღლებისა და მღრღნელების დამუშავების დროს ადამიანებს უნდა ეცვათ დამცავი ტანსაცმელი (როგორიცაა რეზინის ხელთათმანები და პირბადეები), იმიტომ, რომ შესაძლოა ლეშში არსებობდეს ბაქტერია. გარეული ფრინველები და ნადირი საკვებად მიღებამდე კარგად უნდა იყოს მომზადებული.
აცრა არსებობს, მაგრამ ის უკეთდება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა პროფესიაც მათ აყენებს დაავადების განვითარების რისკის ქვეშ. ასეთ ადამიანებს ძირითადად მიეკუთვნებიან ლაბორატორიის თანამშრომლები. ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ (მაგ. ლაბორატორიაში მომხდარი ავარიის დროს) ადამიანებს, ინფექციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ეძლევათ დოქსიციკლინი ან ციპროფლოქსაცინი.
ადამიანები, რომელთაც აქვთ ტულარემია, არ საჭიროებენ იზოლაციას. ტულარემიას ჩვეულებრივ მკურნალობენ 7-14 დღის განმავლობაში გენტამიცინის ან სტრეპტომიცინის ინექციებით. ეფექტურია აგრეთვე სხვა ანტიბიოტიკებიც, როგორებიცაა მაგ. ფტორქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი ან ლევოფლოქსაცინი) და ტეტრაციკლინები (მაგ. მინოციკლინი და დოქსიციკლინი).
იშვიათად საჭირო ხდება აბსცესების ქირურგიული გზით დრენირება. ადამიანს შესაძლოა დაეხმაროს დაზიანებულ თვალზე კომპრესების დადება, მზის სათვალეების ტარება და გამოწერილი თვალის წვეთების გამოყენება. ადამიანებს თავის ინტენსიური ტკივილებით მკურნალობენ ოპიოიდებით, როგორიცაა მაგ. ოქსიკოდონი.