საზარდულის თიაქარი არის ნაწლავის გამობერვა მუცლის კედლიდან შორისის მიდამოში.
საზარდულის თიაქარი გამოდის შორისის მიდამოში და შეიძლება გადავიდეს სათესლე პარკშიც. გარდა საზარდულის თიაქრისა, არსებობს თიაქრის სხვა სახეობებიც, მათი ადგილმდებარეობის მიხედვით (როგორიცაა, ჭიპის თიაქარი და ბარძაყის თიაქარი). საზარდულის თიაქარი შეიძლება დაბადებისთანავე გამოვლინდეს ან განვითარდეს მოგვიანებით, სიცოცხლის განმავლობაში. საზარდულის თიაქარი, ჩვეულებრივ, ვლინდება შორისის მიდამოში ან სათესლე პარკში უმტკივნეულო, გამობერილი მარყუჟის სახით. მარყუჟი შეიძლება გაფართოვდეს ფეხზე დგომის დროს და დაპატარავდეს წოლით მდგომარეობაში, ნაწლავების უკან და წინ მოძრაობის შესაბამისად. ზოგჯერ ნაწლავის ნაწილი შეიძლება ჩაიჭედოს სათესლე პარკში. ნაწლავის ჩაჭედვის შემთხვევაში მისი სისხლით მომარაგება წყდება. ჩაჭედილი ნაწლავი შეიძლება რამდენიმე საათში დანეკროზდეს (გახდეს განგრენოზული).
აღდგენითი ქირურგიული ოპერაციის მიზანია გახსნილი ადგილის დახურვა, რათა თიაქარი არ გადავიდეს უკან, შორისში. ეს ოპერაცია ამცირებს სიპტომების სიმწვავეს. განგრენოზული თიაქრის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროს ნაწლავი გამოიტანება საზარდულის არხიდან და დაიხურება გახსნილი ადგილი.