სარძევე ჯირკვლის ცისტები სითხით სავსე პარკებია, რომლებიც სარძევე ჯირკვლებში ვითარდება.
ცისტები საკმაოდ ხშირია. ზოგ ქალს მრავალი კისტა უვითარდება, ზოგჯერ – სხვა ფიბროცისტურ ცვლილებებთან ერთად. ძუძუს ცისტების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა შესაძლოა ტრავმირებაც იყოს. ცისტები ზომით ძალიან მცირე ან რამდენიმე ინჩი დიამეტრისაა.
ცისტებმა ზოგჯერ სარძევე ჯირკვლების ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს. ტკივილის შესამცირებლად, ექიმი ნემსით ჩხვლეტს და ცლის მას. სიმსივნური უჯრედების გამოსავლენად, სითხეს ზოგჯერ მიკროსკოპულად სწავლობენ. ისაზღვრება ფერი და რაოდენობა. თუ სითხე სისხლოვანი, მოყვითალო ან მღვრიეა, ცისტა არ ქრება ან კვლავ ვითარდება დაცლიდან 12 კვირის განმავლობაში, ქირურგიულად კვეთენ მას, ვინაიდან მართალია ძალზე იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ცისტის კედელში სიმსივნე განვითარდეს.