ფიბროადენომა მცირე ზომის, სოლიდური, ელასტიკური, კეთილთვისებიანი კვანძია, რომელიც ფიბროზული და ჯირკვლოვანი ქსოვილისაგან შედგება.
ფიბროადენომები ჩნდება როგორც ახალგაზრდა ქალებში, ისე მოზარდებში. მათი წარმოქმნის მიზეზი უცნობია.
წარმონაქმნები ადვილად მოძრავია და თვითგასინჯვისას მათი კარგად გამოკვეთილი კიდეები შეიგრძნობა მცირე ზომის, სრიალა მარმარილოს მსგავსად. აღნიშნული მახასიათებლები ექიმს მიანიშნებს, რომ კვანძები ნაკლებად სავარაუდოა ავთვისებიანი წარმოშობის იყოს. მიუხედავად ამისა, დასარწმუნებლად, რომ ისინი ავთვისებიანი არაა, ექიმები ქირურგიულად კვეთენ კვანძებს. გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
ფიბროადენომები ხშირად თავიდან ვითარდება. რამდენიმე კვანძის ამოკვეთის და კეთილთვისებიანი ბუნების დადასტურების შემთხვევაში, პაციენტმა და მისმა ექიმმა შესაძლებელია მიიღონ გადაწყვეტილება ახლად გაჩენილი კვანძების ამოკვეთის წინააღმდეგ.