ფიბროცისტური ცვლილებები (წარსულში ძუძუს ფიბროცისტურ დაავადებად მოიხსენიებდნენ) მოიცავს ძუძუს ტკივილს, ცისტებს და მცირე ზომის კვანძებს, რომლებიც არ არის ავთვისებიანი წარმოშობის.
ქალების უმრავლესობას რამდენიმე მცირე ზომის კვანძი აქვს ძუძუში, განსაკუთრებით, ზედა გარეთა ნაწილში, იღლიასთან ახლოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალ ქალს აქვს მსგავსი წარმოშობის კვანძები, ძუძუს ტკივილი, ცისტები ან აღნიშნული სიმპტომების განსხვავებული კომბინაცია. ამ მდგომარეობას ფიბროცისტური ცვლილებები ეწოდება.
მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში ჰორმონების – ესტროგენისა და აპროგესტერონის – დონე ცვალებადობს. როდესაც სისხლში ჰორმონების დონე იზრდება, სარძევე ჯირკვლები და სადინარები ზომაში მატულობს, ხოლო როდესაც მცირდება, ძუძუში სითხე კავდება და ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება (აღნიშნული ფლუქტუაცია ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ შუპდება სარძევე ჯირკვლები და მგრძნობიარე ხდება ყოველი მენსტრუალური ციკლის განსაზღვრულ პერიოდში.) ფიბროცისტური ცვლილებები აღნიშნული ჰორმონებით განმეორებადი სტიმულაციის შედეგია. ფიბროცისტური ცვლილებების რისკი იზრდება ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:
ზემოხსენებული ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ინფექციები.
კვანძოვანი მიდამო შეიძლება ზომაში გაიზარდოს და გამოიწვიოს სიმძიმის, დისკომფორტის, შეხებით მომატებული მგრძნობელობის ან მწველი ტკივილის შეგრძნება. სიმპტომები მენოპაუზის შემდგომ გაივლის.
ფიბროცისტური ცვლილებების უმრავლესობა არ ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, თუმცა მათი მცირე ნაწილი მხოლოდ მსუბუქად ზრდის. აღნიშნული ცვლილებების დროს კიბოს გამოსარიცხად ბიოფსიის ჩატარებაა საჭირო. მამოგრამებზე სარძევე ჯირკვლები მკვრივი სახით ვლინდება. ზემოხსენებული მდგომარეობებია:
ფიბროცისტურმა ცვლილებებმა შესაძლოა ძუძუს კიბოს გამოვლენა გააძნელოს.
კვანძები, ჩვეულებრივ – მხოლოდ ერთი, შესაძლებელია ამოიკვეთოს და ბიოფსია ჩატარდეს კიბოს გამოსარიცხად. ზოგჯერ, ბიოფსიის მასალა ნემსით აიღება, თუმცა ზოგჯერ ქირურგიულად იკვეთება.
ცალკეულ შემთხვევაში ტარდება ცისტების დრენირება, თუმცა ახასიათებს კვლავ განვითარება. ამასთან, არსებობს სხვადასხვა ღონისძიება, რაც სიმპტომების შემსუბუქებას ეხმარება:
მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, ექიმები ნიშნავენ მედიკამენტებს, როგორიცაა დანაზოლი (სინთეზური გზით მიღებული მამრობითი ჰორმონი) ან ტამოქსიფენი (ბლოკავს ესტროგენის ეფექტს). აღნიშნული საშუალებების ხანგრძლივად მიღებისას, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება. პრეპარატები მხოლოდ ხანმოკლე დროით ინიშნება. ტამოქსიფენს, დანაზოლთან შედარებით, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს.