კვერცხუჯრედები შეიძლენა იყოს რაოდენობრივად ცოტა ან დაბალი ხარისხის.
კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი (საკვერცხის რეზერვი) შესაძლებელია შემცირდეს 30 წლის შემდეგ ან უფრო ადრეც. ის სწრაფად მცირდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში, მაგრამ ასაკი არ წარმოადგენს შემცირების ერთადერთ მიზეზს. რეზერვის დაქვეითების მიზეზი, ასევე, შეიძლება გახდეს საკვერცხის პათოლოგიები.
ექიმი აფასებს კვერცხუჯრედთან დაკავშირებულ პათოლოგიებს შემდეგ შემთხვევებში:
ექიმს შეუძლია დაადასტუროს დიაგნოზი ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონისა (რომელიც ოვულაციის მაპროვოცირებელია) და ესტროგენის სისხლში კონცენტრაციის განსაზღვრის გზით. აღნიშნული გამოკვლევა ტარდება მენსტრუაციული ციკლის გარკვეულ დღეებში. ზოგჯერ, აღნიშნული კვლევის ჩატარებამდე, ექიმი უნიშნავს ქალს კლომიფენს – განაყოფიერების მასტიმულირებელ საშუალებას. თუ ქალი გადაცილებეულია 42 წელს ან კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი შემცირებულია, დაორსულების მნიშვნელოვანი შანსია დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება.