სტერილიზაცია | მკურნალი.გე
  1. სტერილიზაცია
  2. ოჯახის დაგეგმვა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
სტერილიზაცია

სტერილიზაცია იწვევს შვილოსნობის უნარის დაკარგვას.

  • სტერილიზაციის დროს იხშობა ფალოპის მილები, რომლებშიც მოძრაობს სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები და ხდება განაყოფიერების პროცესი;

  • ვაზექტომია არის მამაკაცებში წარმოებული მცირე მასშტაბის ხანმოკლე პროცედურა, რომელიც კეთდება ექიმის ოფისში;

  • მილების ლიგირება/გადაკვანძვა არის ქალებისთვის განკუთვნილი პროცედურა, რომელიც შედარებით რთული შესასრულებელია. ამ პროცედურის წარმოებისას პაციენტს ესაჭიროება ანესთეზია და კეთდება ჭრილობა მუცლის წინა კედელზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში წყვილების მესამედი, რომლებიც აღარ გეგმავენ შვილოსნობას, მიმართავენ სტერილიზაციის მეთოდს (ვაზექტომიას ან ფალოპის მილების ლიგირებას). სტერილიზაცია ყოველთვის განხილვის საგანია. თუ წყვილები შეიცვლიან აზრს და სტერილიზაციის შემდეგ დაგეგმავენ შვილის ყოლას, შეუძლიათ ჩაიტარონ მილების აღდგენის ოპერაცია (რეანასთომოზი) ან არჩევანი შეაჩერონ ინვიტრო განაყოფიერების მეთოდზე. რეანასთომოზის ეფექტიანობა ნაკლებსავარაუდოა, განსაკუთრებით, მამაკაცებში. წყვილებში რეანასთომოზის შემდგომი ფეხმძიმობის მაჩვენებელი 45%-60%-მდეა მამაკაცებში, ხოლო 50-80%-მდე – ქალებში.

ვაზექტომია: ვაზექტომია გამოიყენება მამაკაცის სტერილიზაციისათვის. ის გულისხმობს იმ მილების გადაჭრას ან დაბლოკვას, რომელთა მეშვეობითაც სპერმა მოედინება სათელე ჯირკვლიდან. ვაზექტომია, რომელიც უროლოგის მიერ კეთდება, საჭიროებს მხოლოდ 20 წუთს და ადგილობრივ ანესთეზიას. იგი არ ცვლის მამაკაცის გარეგნობას, ხმას, ძალას, სქესობვრივ ქცევას, ეაკულატის მოცულობას.

სათესლე პარკის ორივე მხარეს კეთდება მცირე ზომის განაკვეთები, გამოიყოფა თითოეული სათესლე სადინარი, ხდება მათი გადაკვეთა და ღია თავების დახურვა. ჩარევის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ეაკულატში არ ხდება სპერმატოზოიდების გადასვლა და, შესაბამისად, განაყოფიერება.

ვაზექტომიის შემდეგ დამატებითი კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 15-20 ეაკულაციის განმავლობაში, რადგან სპერმის დიდი ნაწილი დარჩენილია სათესლე პარკებში. სტერილიზაცია დასტურდება მას შემდეგ, რაც ორი ევაკულაციის შემდგომ გამონადენს არ ექნება სპერმის შემცველობა, ვაზექტომიის შემდგომ გართულებაში შეიძლება ჩაითვლოს სათესლე პარკებში ჰემატომის წარმოქმნა, რასაც ადგილი აქვს მამაკაცების 5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში. სპერმის გაჟონვის ან სპონტანური რეანასტომოზის შემთხვევები 1%-ზე ნაკლებია.1%-ზე ნაკლებია იმ ქალთა ორსულობის შემთხვევები, რომელთა პარტნიორები სტერილურნი არიან.

მილების ლიგაცია გამოიყენება ქალთა სტერილიზაციისათვის. ის გულისხმობს კვერცხსავალი მილების გამავლობის ბლოკირებას, რასაც ასევე მილების დახშობას, გადაკვანძვას, ოკლუზიას უწოდებენ.

მილების ლიგირება რთულია, ვიდრე ვაზექტომია, რადგან მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას მუცლის ღრუში, ზოგად ან ადგილობრივ ანესთეზიას. მშობიარობის შემდეგ ქალს შეუძლია სტერილიზაციის ჩატარება მაშინვე ან რამდენიმე დღეში, საავადმყოფო დღეების გახანგრძლივების გარეშე. სტერილიზაცია სხვა შემთხვევებშიც შეიძლება ჩატარდეს და ითვლება პაციენტის სურვილით წარმოებულ ოპერაციად. მილების ლიგაცია

ხშირად კეთდება ლაპაროსკოპიულად. სამუშაო იარაღად გამოიყენება წვრილი მილი, რომლის მეშვეობითაც ექიმი აღწევს ქალის მუცლის ღრუში და გადაჭრის საშვილოსნოს მილებს, შემდეგ კი აერთებს მათ გადაჭრილ ბოლოებს. არსებობს მეორე მეთოდიც, რომლის დროსაც ექიმი იყენებს ელექტროხელსაწყოს და მისი მეშვეობთ ახშობს მილებს. ქალები, როგორც წესი, იმავე დღეს სახლში ეწერებიან.

ლაპაროსკოპიის შემდეგ ქალების მხოლოდ 6%-ს აქვს მცირედი ჩივილები, როგორიცაა: კანის ინფექციები, კუჭის შეკრულობა. 1%-ზე ნაკლებს აქვს უფრო რთული ჩივილები, როგორიც არის სისხლდენა ან მუცლის ღრუს სხვა ორგანოების პერფორაციის (გახვრეტის) სიმპტომები.

საშვილოსნოს მილების დასახშობად შესაძლებელია სხვა მექანიკური საშუალებების გამოყენება. სტერილიზაცია ბევრად მარტივია ამ მეთოდის გამოყენებით, რადგან დაზიანების შანსი ბევრად დაბალია. ლაპაროსკოპიის ნაცვლად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ჰისტეროსკოპია, რაც მოიცავს დრეკადი მილის მეშვეობით ვაგინიდან საშვილოსნოს მილებში შეღწევას. სპეციალური რგოლები თავსდება ფალოპის მილებში, რაც იწვევს მათ დახშობას. აღნიშნული პროცედურა ქირურგიული ჩარევის გარეშე, ლოკალური ანესთეზიის საშუალებით ხდება. ასევე არ გამოიყენება დამატებითი მედიკამენტური საშუალებები. დაახლოებით 3 თვის შემდეგ შესაძლებელია სტერილიზაციის შეფასება ვაგინალურად შეშვებული საკონტრასტო ნივთიერების და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საშუალებით.

სტერილიზაციიდან პირველი ათი წლის განმავლობაში მომხდარი ორსულობების ერთი მესამედი გარე ორსულობაზე მოდის, რომელიც საშვილოსნოს მილებშია ლოკალიზებული.

ძალიან იშვიათად მილების ლიგირებას თან ახლავს ისეთი გართულებები, როგორიც არის სისხლდენა, ნაწლავების დაზიანება.

საშვილოსნოს ქირურგიული ჩარევით ამოკვეთაც სტერილიზაციის ტოლფასია. ეს პროცედურა, ძირითადად, მკურნალობის მიზნით ტარდება, როდესაც საშვილოსნოს ფუნქცია და სტრუქტურა მკვეთრად დარღვეულია.