საუკეთესო შემთხვევაში, თუ წყვილი გეგმავს ბავშვის ყოლას, უნდა გაესაუბროს საკუთარ ექიმს, მიზანშეწონილია თუ არა ორსულობა. ჩვეულებრივ, ორსულობა ძალიან უსაფრთხოა. თუმცა ზოგიერთი დაავადება შესაძლებელია ორსულობის დროს დამძიმდეს. ასევე, ზოგიერთი წყვილისათვის გაზრდილია გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვის დაბადების რისკი.
თუ წყვილი აპირებს ბავშვის გაჩენას, ექიმთან ერთად უნდა იმსჯელოს გზების თაობაზე, რომ ორსულობა რაც შეიძლება ჯანსაღად წარიმართოს.
ქალმა უნდა ჰკითხოს ექიმს იმ ფაქტორების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა მისი ან მისი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქონიოს გავლენა. ფაქტორები და გარემოებები, რომელთაც ქალი უნდა მოერიდოს, შემდეგია:
ჩუტყვავილა და სარტყლისებური ლიქენი ჰერპეს ვირუსებითაა გამოწვეული. მშობიარობის დროს აღნიშნულ ვირუსებს შეუძლიათ ნაყოფზე გავრცელება და მძიმე დაავადების განვითარება. ვირუსს, ასევე, შეუძლია პნევმონიის გამოწვევა, რომელიც ზოგჯერ ქალებში მძიმედ მიმდინარეობს.
ორსულობამდე ზემოხსენებული ფაქტორების თაობაზე ცოდნა ან მათი თავიდან არიდება მნიშვნელოვანია ორსულობის დროს რისკებისა და პრობლემების განვითარების შემცირების თვალსაზრისით. ამასთან, ქალმა უნდა ისაუბროს ექიმთან საკვები რაციონის, სოციალური, ემოციური და სამედიცინო საკითხების თაობაზე.
როდესაც ქალი ექიმს ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალს დაორსულებამდე ხვდება, შესაძლებელია მას გაეწიოს რეკომენდაცია რომელიმე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის (მაგალითად, წითურას ვაქცინა) ჩატარების თაობაზე. ასევე შესაძლებელია ფოლატების (ფოლიუმის მჟავა) შემცველი პრენატალური ვიტამინების მიღება. საჭიროებისას, ტარდება გენეტიკური ტესტირება, რომლითაც განისაზღვრება ხომ არ აქვთ ქალსა და მის პარტნიორს მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვის დაბადების რისკი.
პირველი გასინჯვა: ორსულობის დადასტურების შემდეგ, ქალს უნდა ჩაუტარდეს ფიზიკური გამოკვლევა, სასურველია ორსულობის მე-6-8 კვირებს შორის. ამ დროისათვის დაზუსტებით შესაძლებელია ორსულობის ვადის გამოთვლა და მშობიარობის თარიღის განსაზღვრა.
ორსულობის პერიოდის პირველი გასინჯვა სრულყოფილად ტარდება. იგი მოიცავს შემდეგს:
სხვა კვლევები ტარდება ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ქალს რეზუს უარყოფითი სისხლი აქვს, იკვლევენ რეზუს ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას. რეზუს ანტისხეულების ქონამ შეიძლება რეზუს დადებითი ნაყოფისათვის მძიმე პრობლემები (მათ შორის, გარდაცვალება) გამოიწვიოს. თუ ანტისხეულების აღმოჩენა ორსული ქალის სისხლში დროულად მოხდება, ექიმს შეუძლია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ნაყოფს დაიცავს.
აფრიკული წარმოშობის ქალებს, თუ მანამდე არ ჩატარებიათ, ნამგლისებურუჯრედოვანი ერითროციტების ანომალიის ან დაავადების გამოკვლევა უტარდებათ. ტუბერკულოზის კანის ტესტი ყველა ქალისთვისაა რეკომენდებული. ორსულობის დროს რენტგენოგრაფია რუტინულად არ ტარდება, თუმცა, როდესაც საჭიროებაა, მისი უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. რენტგენოგრაფიის ჩატარებისას, ნაყოფი დაცულია ქალის მუცლის ქვედა ნაწილზე მოთავსებული, ტყვიის შემცველი ტანსაცმლით, რომელიც ფარავს საშვილოსნოს.
შემდგომი კვლევები: პირველი გასინჯვის შემდეგ, ორსული ქალი ექიმს ყოველ 4 კვირაში ერთხელ უნდა ესტუმროს, ორსულობის 28 კვირამდე, შემდეგ ყოველ 2 კვირაში – 36 კვირამდე, შემდეგ კვირაში ერთხელ – მშობიარობამდე. თითოეული ვიზიტის დროს ქალის წონა და სისხლის წნევა იზომება და, ნაყოფის ნორმალურად ზრდის შესაფასებლად, ისაზღვრება საშვილოსნოს ფუძის დგომა. ასევე მოწმდება, ნორმალურია თუ არა ნაყოფის გულისცემა. ქალის წვივები თვალიერდება შეშუპების გამოსავლენად.
ყოველ ვიზიტზე ტარდება შარდში შაქრის განსაზღვრა. შაქარი შარდში შესაძლოა დიაბეტის არსებობაზე მიუთითებდეს. თუ შარდის ანალიზით შაქარი გამოვლინდება, რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი დიაბეტის დასადგენად. აღნიშნული კვლევა, სასურველია ჩატარდეს ორსულობის 20 კვირის ვადამდე ქალებს შორს, რომლებიც:
თუ პირველ კვლევაზე პასუხი უარყოფითია, ქალს განმეორებითი კვლევა ორსულობის 26-30 კვირებს შორის უნდა ჩაუტარდეს. ყველა სხვა ქალს უნდა ჩაუტარდეს დიაბეტის სკრინინგი ორსულობის 28 კვირისათვის.
ყოველი ვიზიტის დროს, ასევე განისაზღვრება შარდში ცილის შემადგენლობა. შარდში ცილის არსებობა შესაძლოა პრეეკლამფსიაზე მიუთითებდეს (სისხლის წნევის მატების სახეობა, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება).
თუ ქალს მომატებული აქვს გენეტიკური დარღვევების მქონე ბავშვის დაბადების რისკი, შეიძლება ჩაუტარდეს პრენატალური ტესტირება.
ექიმების უმრავლესობის რწმენით, ულტრასონოგრაფიული კვლევა ყველაზე უსაფრთხო გამოსახულებითი კვლევაა ორსულობის დროს და, სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ორსულობის განმავლობაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნაყოფი ნორმალურად ვითარდება და, ამასთანავე, განისაზღვროს მშობიარობის სავარაუდო ვადა. აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად, ხელსაწყო, რომელიც ბგერით ტალღებს გამოსცემს (გადამწოდი), ქალის მუცელზე თავსდება. ბგერითი ტალღები გამოისახება ეკრანზე და ქმნის გამოსახულებას. ზოგჯერ, ძირითადად ორსულობის ადრეულ ვადაზე, ექიმები კვლევის ჩასატარებლად ულტრაბგერით მოწყობილობას საშოში ათავსებენ. ულტრაბგერა მაღალი ხარისხის სურათებს, მათ შორის, მოძრაობაში მყოფი ნაყოფის გამოსახულებას იძლევა. აღნიშნული სურათები ექიმს სასარგებლო ინფორმაციას აწვდის და შეუძლია დაამშვიდოს ორსული ქალი.
ულტრაბგერას შეუძლია ნაყოფის გულისცემა გამოავლინოს ორსულობის 6 კვირის ვადაზე და დაადასტუროს, რომ ნაყოფი ცოცხალია. ექიმები პერიოდულად ატარებენ ულტრაბგერით კვლევას ნაყოფის გულისცემის მოსასმენად. ნაყოფის გულისცემის მოსასმენად შეიძლება გამოიყენონ სპეციალურად ამისათვის განკუთვნილი სტეთოსკოპი (ფეტოსკოპი). ფეტოსკოპით ნაყოფის გულისცემის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის 18-20 კვირიდან.
ულტრაბგერითი კვლევა გამოიყენება შემდეგი მიზნებით:
ორსულობის ბოლოსკენ, ულტრაბგერის გამოყენებით შესაძლებელია სანაყოფე გარსების (რომელშიც სანაყოფე სითხე და ნაყოფია მოთავსებული) ნაადრევი დარღვევის იდენტიფიცირება. ულტრაბგერითი კვლევა, ასევე, იძლევა ინფორმაციას, რომელიც ექიმს ეხმარება მიიღოს გადაწყვეტილება საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე.
ექსპერტების რეკომენდაციით, ყველა ორსულ ქალს უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის სეზონის დროს.