საშვილოსნოს ყელის უკმარისობა ნიშნავს მის უმტკივნეულო გახსნას, რაც მშობიარობის დაწყებას იწვევს ორსულობის 16-22 კვირებს შორის.
ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ყელი მხოლოდ მაშინ ფართოვდება, ანუ იხსნება, როცა მშობიარობა იწყება და ეს საშვილოსნოს შეკუმშვების საპასუხოდ ხდება. თუმცაღა, ზოგ ქალში ყელის (საშვილოსნოს ქვედა ნაწილის) ქსოვილები სუსტია. როცა მათ მზარდი ნაყოფი და პლაცენტა აწვება, ყელი შეიძლება მშობიარობის ნორმალურ თარიღამდე ბევრად ადრე გაიხსნას (გაფართოვდეს). ყელის უკმარისობის შემთხვევაში ამ პრობლემის განმეორების რისკი მომდევნო ორსულობისას, სავარაუდოდ, 30%-ზე ნაკლებია. ეს საშიშროება მეტია იმ ქალებში, ვისაც სამი ან მეტი აბორტი ჰქონდა მეორე ტრიმესტრში.
საშვილოსნოს ყელის სისუსტის მიზეზი შეიძლება იყოს შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად, ელერს-დანლოსის სინდრომი ან ტრავმა. მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ყელის ბიოფსიისას დიდი ზომის ქსოვილის ამოკვეთამ ან მისი ინსტრუმენტებით გაგანიერებამ (რაც ხდება ყელის არხის დილატაცია-კიურეტაჟის დროს – D&C).
ყელის სისუსტის რისკს ასევე ზრდის:
საშვილოსნოს ყელის უკმარისობა მხოლოდ დაორსულების შემდეგ დგინდება. მასზე ექიმს ეჭვი უჩნდება, თუ წინა ორსულობები თვითნებური აბორტით დასრულდა მეორე ტრიმესტრში. ულტრასონოგრაფიული კვლევით მიღებული მონაცემებიც შეიძლება მიუთითებდეს ყელის უკმარისობაზე. მაგალითად, თუ ექოსკოპიით ჩანს, რომ ქალს მოკლე საშვილოსნოს ყელი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკმარისობის რისკიც მაღალია, ექიმები ყურადღებით მეთვალყურეობენ ორსულს ნაადრევი მშობიარობის ნიშნების აღმოსაჩენად. ყელის ნაადრევი გახსნის დადგენა ორსულობისას რეგულარული გამოკვლევებით შეიძლება.
ყელის დახურულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, მის გარშემო ან მასზე ნაკერები იდება. ზოგჯერ ყელს სპეციალური წებოვანათი ან მეტალით ხურავენ. ამ პროცედურებს საშვილოსნოს ყელის ცერკლიაჟი ეწოდება. ისინი მაშინ კეთდება, როცა უკმარისობის რისკი მაღალია, რაზეც მიანიშნებს ამ პათოლოგიის განვითარება წინა ორსულობების დროსაც. ცერკლიაჟამდე ქალს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზია უკეთდება. შემდეგ ექიმს საშოში სპეციალური ინსტრუმენტები შეჰყავს ნაკერების დასადებად. მათ მშობიარობამდე ხსნიან. ზოგჯერ კი ნაკერები რჩება და საკეისრო კვეთა კეთდება.