ქცევითი, სოციალური და ინტელექტუალური განვითარება მნიშვნელოვნად ვარირებს ჩვილებს შორის. ზოგიერთი მათგანი სწრაფად ვითარდება, თუმცა შესაძლოა არსებობდეს ოჯახური თავისებურებებიც, როგორიცაა სიარულის და ლაპარაკის გვიან დაწყება. გარემო ფაქტორებმა, მაგალითად საჭირო სტიმულაციის ნაკლებობამ, შესაძლოა შეაფერხონ განვითარება; საპირისპიროდ, ადეკვატურმა სტიმულაციამ შესაძლოა დააჩქაროს განვითარება. ფიზიკურმა ფაქტორებმა, როგორიცაა სიყრუე, აგრეთვე აფერხებს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაძლოა მისი რომელიმე კონკრეტული კომპონენტის, მაგალითად, მეტყველების პროგრესის დროებითი შეფერხება.
ტირილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვილები ტირიან, თუ მათ შიათ, არ გრძნობენ თავს კომფორტულად, განიცდიან სტრესის ზემოქმედებას და სხვა მრავალი მიზეზის გამო, რაც შესაძლოა თვალსაჩინოც არ იყოს. ჩვილები ტირიან ხშირად – თითქმის 3 საათი დღის მანძილზე 6 კვირის ასაკამდე; 3 თვის ასაკისთვის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათამდე. ტირილის დროს მშობლები ბავშვს სთავაზობენ საკვებს, უცვლიან პამპერსს და ეძებენ ტკივილის ან დისკომფორტის მიზეზს. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ შესაძლოა ეფექტიანი გამოდგეს ბავშვის ხელში აყვანა და სიარული. ზოგჯერ არაფერი მოქმედებს. მშობლებმა მტირალ ბავშვს არ უნდა დააძალონ საკვების მიღება; ამას ის დაძალების გარეშეც გააკეთებს, თუ ტირილის მიზეზი შიმშილია.