ახალშობილი, მიუხედავად იმისა, დაიბადა დროული, დღენაკლული თუ ვადაგადაცილებული, რომლის წონაც ნაკლებია იმავე გესტაციური ასაკის ახალშობილების 90%-ზე (მეათე პერცენტილზე ქვემოთ), გესტაციის ასაკისთვის მცირე ზომის ახალშობილად მიიჩნევა.
ამ მდგომარეობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბევრ შემთხვევაში ახალშობილები მცირე ზომის უბრალოდ, გენეტიკური ფაქტორის გამო არიან, როგორიცაა მცირე აღნაგობის მშობლები (ძალიან იშვიათად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სპეციფიკურ გენეტიკურ სინდრომთან ასოცირებული მცირე ზომის აღნაგობა). სხვა შემთხვევებში, პლაცენტა (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს საშვილოსნოსთან და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებას) შესაძლოა ფუნქციონირებდეს სუსტად, აქედან გამომდინარე, ნაყოფი ვერ იღებდეს ადეკვატურ საკვებ ნივთიერებებს, რაც ზრდას ასუსტებს. სუსტად ფუნქციონირებადი პლაცენტა შესაძლოა გამოწვეული იყოს, თუ დედას აქვს მაღალი წნევა, პრეეკლამფსია, თირკმლის დაავადება ან დიდი ხნის დიაბეტი. ასევე, არ არის გამორიცხული, მიზეზი ვირუსული ინფექცია აღმოჩნდეს, როგორიცაა ციტომეგალოვირუსული ინფექცია, რომელიც თანდაყოლილია. ნაყოფის ზრდა ფერხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ორსულობის დროს დედა ეწეოდა სიგარეტს ან მოიხმარდა ალკოჰოლსა თუ აკრძალულ წამლებს.
გესტაციის ასაკისთვის მცირე ზომის ახალშობილებს, რომლებიც არ არიან დღენაკლულები, არ აღენიშნებათ ორგანული სისტემების განუვითარებლობასთან დაკავშირებული ის გართულებები, რაც იმავე ზომის დღენაკლულ ახალშობილებს აქვთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი პრობლემების განვითარების მომატებული რისკი:
თუ მათ არ აქვთ გენეტიკური სინდრომი ან ვირუსული ინფექცია, გესტაციის ასაკისთვის მცირე ზომის ახალშობილების უმეტესობას არ აღენიშნებათ სიმპტომები. თუ ნაყოფის ზრდა პლაცენტის სუსტმა ფუნქციონირებამ და არაადეკვატურმა კვებამ შეაფერხა, იგი შესაძლოა აჩქარდეს, თუ დაბადების შემდეგ ახალშობილების კარგი კვებით უზრუნველყოფა მოხდება. გამომწვევისა და ზრდაში შეფერხების მიზეზის მიხედვით, ზოგიერთი გესტაციის ასაკისთვის მცირე ზომის ახალშობილი ბავშვობასა და მოზრდილობაშიც პატარა რჩება.