სეფსისი არის სისხლის ბაქტერიული ინფექცია.
დღენაკლული ახალშობილები არიან ორივე – ადრეული და გვიანი – სეფსისის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ განუვითარებელი იმუნური სისტემის გამო, ვიდრე ჩვილები, რომლებიც დროულად დაიბადნენ. დღენაკლულ ახალშობილებს არ აქვთ ზოგიერთი ანტისხეული სპეციფიკური ბაქტერიების მიმართ, რადგან დედის ანტისხეულები არ ხვდებიან ნაყოფის სისხლში პლაცენტის გავლით გვიან ორსულობამდე.
სეფსისის სხვა რისკ-ფაქტორები და გამომწვევები დამოკიდებულია იმაზე, სეფსისი განვითარდება დაბადებიდან პირველი 5 დღის მანძილზე (ადრეული სეფსისი) თუ დაბადებიდან 7 ან მეტი დღის შემდეგ (მოგვიანებითი სეფსისი).
ადრეული სეფსისი: რისკ-ფაქტორები მოიცავს შემდეგს:
სეფსისის განვითარების რისკი იმატებს, თუ ნაყოფის გარშემო არსებული სითხით სავსე გარსები მშობიარობამდე 18 საათით ადრე დაირღვევა ან დედას აქვს ინფექცია (უფრო მეტად საშარდე გზების ან საშვილოსნოს ამომფენის).
დაბადების შემდგომ განვითარებული სეფსისის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია Escherichiacoli და GBS, რომელთა შეძენაც, როგორც წესი, მშობიარობისას, სამშობიარო გზების გავლის დროს ხდება. დეკადების წინ GBS-ით გამოწვეული სეფსისი იყო ყველაზე ხშირი ადრეულ სეფსისებს შორის, მანამ, სანამ არ გახდა ორსული დედების GBS-ზე სკრინინგი პრენატალური მზრუნველობის რუტინული კვლევა. თუ სკრინინგი გამოავლენს GBS-ს, დედას ეძლევა ანტიბიოტიკი ჭინთვების დაწყებისას. ახალშობილებს, ვაგინალური მშობიარობის დროს, დაუყოვნებლივ ეძლევათ ანტიბიოტიკები.
გვიანი სეფსისი: მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია:
სეფსისი, რომელიც ვითარდება მოგვიანებით, უფრო ხშირად შეძენილია დაუბანელი ხელებით ან გარემოდან და შესაძლოა გამოწვეული იყოს მრავალი ორგანიზმით.
სეფსისის მქონე ახალშობილები ძირითადად არიან მივარდნილები, ვერ იკვებებიან კარგად და ხშირად აქვთ სხეულის დაბალი ტემპერატურა. სხვა სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვითი პაუზა (აპნოე), ცხელება, კანის სიფერმკრთალე, კანის სუსტი სისხლმომარაგება, ცივი კიდურები, მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა, კრუნჩხვები, კანკალი და სიყვითლე. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ახალშობილის სიმპტომებით და სისხლის საერთო ანალიზის შედეგით. ზუსტი დიაგნოზი ისმება, თუ მოხდება ახალშობილის სისხლის კულტურაში ბაქტერიის ამოთესვა.
სეფსისის ყველაზე მძიმე გართულებაა თავის ტვინის შემომფარგვლელი გარსების ანთება (მენინგიტი). მენინგიტის მქონე ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ექსტრემალური მივარდნილობა (ლეთარგიულობა), კომა, კრუნჩხვები ან თავის ქალას ძვლებს შორის (ყიფლიბანდის) რბილი ადგილის ამობურცულობა. ექიმებმა შესაძლოა დასვან მენინგიტის დიაგნოზი ზურგის ტვინიდან სითხის ამოღებით (ლუმბალური პუნქცია), თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევით და ამ სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევით.
სეფსისი პირველი კვირის შემდგომ დღენაკლულ ახალშობილებში სიკვდილის მთავარი მიზეზია. სეფსისისგან გამოჯანმრთელებულ ახალშობილებს არ უნდა ჰქონდეთ სამომავლო პრობლემები, იმათ გარდა, ვისაც ჰქონდათ მენინგიტი, რომელთაც შესაძლოა განუვითარდეთ განვითარებაში ჩამორჩენა, ცერებრალური დამბლა, კრუნჩხვები ან სმენის დაკარგვა.
სისხლის ბაქტერიული კვლევის პასუხების მოლოდინში ექიმები სეფსისის არსებობაზე საეჭვო ახალშობილებს ინტრავენურად ანტიბიოტიკებს უკეთებენ. როდესაც მოხდება სპეციფიკური ორგანიზმის აღმოჩენა, უნდა შეირჩეს ანტიბიოტიკის ტიპი. ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა მკურნალობაც, როგორიცაა ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ინტრავენურად სითხეების მიწოდება და წნევისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნება.