სამმაგი X სინდრომი (ტრისომია X, XXX) იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც მდედრობითი სქესის ჩვილები იბადებიან სამი X ქრომოსომით.
გოგონებს, რომელთაც აქვთ სამმაგი X სინდრომი, აღენიშნებათ მცირედ დაბალი ინტელექტი და ვერბალურ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები. ხანდახან სინდრომი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და უნაყოფობას, თუმცა ზოგიერთ ქალს შეუძლია დაბადოს ფიზიკურად ნორმალური ბავშვი, ნორმალური ქრომოსომებით.
ძალიან იშვიათად იდენტიფიცირდება შემთხვევები, როდესაც ჩვილებს აქვთ ოთხი ან ხუთი X ქრომოსომაც კი. რაც უფრო მეტი X ქრომოსომა აქვს გოგოს, მით მეტია გონებრივი ჩამორჩენის/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობის და ფიზიკური პათოლოგიების განვითარების რისკი.