XYY სინდრომი არის დარღვევა, როდესაც მამრობითი სქესის ჩვილი იბადება დამატებითი Y ქრომოსომით.
ბიჭები XYY სინდრომით არიან მაღლები და აქვთ მეტყველების პრობლემები. ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) სხვა ოჯახის წევრებთან შედარებით მცირედ დაბალია. შესაძლოა აღინიშნებოდეს დასწავლის უუნარობა, ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაციისა და მცირედი ქცევითი დარღვევები. ადრე მიიჩნეოდა, რომ XYY სინდრომი იწვევს აგრესიულ ან ძალადობრივ კრიმინალურ ქცევას, მაგრამ ეს თეორია შემდგომში უარყოფილ იქნა.