ბევრი მოზარდი ერთვება სექსუალურ აქტივობებში, მაგრამ შეიძლება არ იყვნენ სრულად ინფორმირებულები ორსულობაზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციის (HIV) ჩათვლით. იმპულსურობა, დაგეგმარების დეფიციტი და წამლებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, აქვეითებს მოზარდების მიერ ორსულობის კონტროლის ან ბარიერული დაცვის ალბათობას.
ნებისმიერი კონტრაცეფციული მეთოდი შეიძლება გამოიყენოს მოზარდმა, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემაა მითითებების დაცვა. მაგალითად, ბევრ მოზარდ გოგონას ავიწყდება ყოველდღიურად ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან წყვეტენ მთლიანად მათ მიღებას – ხანდახან დაორსულების კონტროლის სხვა ფორმის ჩანაცვლების გარეშე. კონტრაცეფციის ფორმებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მამაკაცების კონდომები, მაგრამ არსებობს მაინც წარმოდგენები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ მათი მუდმივი გამოყენება (მაგალითად, კონდომები აქვეითებენ სიამოვნებას და ხელს უშლის "რომანტიკულ სიყვარულს"). ზოგიერთ გოგოს აგრეთვე რცხვენია, სთხოვოს მამაკაც პარტნიორს კონდომის გამოყენება სექსის დროს.
ორსულობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ემოციური სტრესი მოზარდებისთვის. ორსული მოზარდები და მათი პარტნიორები ირიცხებიან სკოლიდან ან სამსახურის ტრენინგებიდან, ამგვარად უარესდება მათი ეკონომიკური სტატუსი, თავმოყვარეობა და იძაბება პერსონალური ურთიერთობები. ორსული მოზარდები (რაც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ორსულის 13%-ს) მოზრდილებთან შედარებით ნაკლებად იღებენ პრენატალურ მზრუნველობას, ეს იწვევს ორსულობის ცუდ გამოსავალს, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობების სიხშირე. ორსულ მოზარდებს და მათ, რომლებიც არ იღებენ პრენატალურ მზრუნველობას, უფრო მეტად უვითარდებათ ისეთი სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ანემია და ტოქსიკოზი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს. ძალიან ახალგაზრდა დედების (განსაკუთრებით 15 წელზე ახალგაზრდა დედები) ჩვილები იბადებიან ნაადრევად და აქვთ მცირე წონა დაბადებისას. თუმცა, უფროს მოზარდებს, კარგი პრენატალური მზრუნველობით, არ აქვთ ორსულობის პრობლემების უფრო მეტი რისკი, ვიდრე მოზრდილებს იგივე ფონით.
აბორტის გაკეთება ვერ ხსნის არასასურველი ორსულობისას მოზარდი გოგოსა და მისი პარტნიორის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ემოციური კრიზები შეიძლება მოხდეს ორსულობის დიაგნოსტირებისას, აბორტის გაკეთების გადაწყვეტილების მიღებისას, აბორტის გაკეთებისას, ბავშვის შესაძლო დაბადების პერიოდში, და ამ დღეების წლისთავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური კონსულტაცია და განათლება კონტრაცეფციულ მეთოდებზე, ორივე სქესისთვის, გოგოსთვის და მისი პარტნიორისთვის.
მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რეაქციები, როდესაც მათი გოგონა იტყვის, რომ ის ორსულადაა, ან ბიჭი, რომ მან ვინმე დააორსულა. ემოციები შეიძლება მერყეობდეს აპათიიდან იმედგაცრუებამდე და გაბრაზებამდე. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა გამოხატოს მხარდაჭერა და დახმარების სურვილი გადაწყვეტილების მიღებისას. მშობლებსა და მოზარდებს სჭირდებათ ღია კომუნიკაცია აბორტის, გაშვილების და მშობლობის საკითხებზე – მოზარდისთვის ყველა რთულ ეტაპზე, რომელთანაც მარტოკამ უნდა იბრძოლოს.