როტავირუსი ხშირი და გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს ღებინებასა და დიარეას.
როტავირუსი არის ბავშვების დიარეის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 50000 ბავშვი თავსდება საავადმყოფოში როტარვირუსით გამოწვეული დიარეის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ხდება აშშ-ში როტავირუსით სიკვდილიანობა, მსოფლიოს მაშტაბით იგი იწვევს 600000 დაავადებულის სიკვდილს ყოველწლიურად, ძირითადად – განვითარებად ქვეყნებში. ინფექცია ვრცელდება ძირითადად ვირუსით დაინფიცირებული მასალის გადაყლაპვით. მოზრდილებიც ინფიცირდებიან, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობა იშვიათია.
სიმპტომები იწყება ცხელებით და ღებინებით, რომელთაც მოსდევს წყლიანი დიარეა და გრძლედება 5-7 დღე. თუ არ მოხდა დაკარგული სითხის შევსება, ვითარდება დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაცია ბავშვს ასუსტებს და მივარდნილია, იწვევს პირის გამოშრობას და გულისცემის აჩქარებას.
ექიმები, როგორც წესი, არ ატარებენ კვლევებს როტავირუსის დასადგენად, თუ არ ცდილობენ ეპიდემიის იდენტიფიცირებას. საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება განავალი ანტიგენის სწრაფი ტესტისთვის.
პრაქტიკულად საუკეთესო პრევენციული ღონისძიებაა კარგი ჰიგიენა. ავადმყოფი ბავშვი და ოჯახის წევრები უნდა იბანდნენ ხელებს ხშირად. დამატებით, რატოვირუსის პრევენციისთვის რეკომენდებულია მიეცეთ ბავშვებს ორალური ვაქცინა 2, 4 და 6 თვის ასაკში.
არ არსებობს როტავირუსის სპეციფიკური მკურნალობა. ბავშვების უმეტესობა უმჯობესდება სითხის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ. გართულებულ შემთხვევებში ბავშვები საჭიროებენ სითხის გადასხმას ვენიდან (ინტრავენურად).