ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი პროგრესული და ძირითადად, ფატალური დარღვევაა, არის წითელას იშვიათი გართულება, რომელიც ჩნდება თვეებისა და წლების შემდგომ და იწვევს გონებრივ დეგრადაციას, კუნთების კრთომებსა და კრუნჩხვებს.
ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი არის წითელას ვირუსით გამოწვეული, გახანგრძლივებული თავის ტვინის ინფექცია. ვირუსი ხანდახან იჭრება თავის ტვინში წითელას ინფექციისას. ამის შედეგად ვითარდება დაუყოვნებელი თავის ტვინის ინფექციის (ენცეფალიტი) სიმპტომები ან რჩება თავის ტვინში დიდი ხნით პრობლემების წამოჭრის გარეშე.
ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი გვხვდება წითელას ვირუსის რეაქტივაციის შედეგად. აშშ-ში, უცნობი მიზეზების გამო, ეს დაავადება აღინიშნება დაახლოებით 65-110 ადამიანში 1 მილიონიდან, რომელთაც ჰქონდათ წითელას ინფექცია.
აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის მქონე ადამიანების რიცხვი იკლებს, ისევე, როგორც მძიმე წითელას ინფექციის მქონე ადამიანების რიცხვი. ავადდებიან უფრო მეტად კაცები, ვიდრე ქალები.
დაავადება, როგორც წესი, იწყება ბავშვებში ან მოზრდილებში, ძირითადად 20 წლამდე ასაკში. პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს სკოლაში ცუდი მოსწრება, გულმავიწყობა, ხასიათობრივი აფეთქებები, უყურადღებობა, ძილიანობა და ჰალუცინაციები. შეიძლება გამოვლინდეს ხელების, თავის ან სხეულის კუნთთა უეცარი კრთომები. საბოლოოდ შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, პათოლოგიურ არაკონტროლირებად კუნთთა მოძრაობებთან ერთად. ინტელექტი და მეტყველება უარესდება. მოგვიანებით, კუნთები უფრო და უფრო მეტად იჭიმება, შეიძლება გართულდეს ყლაპვა. ეს იწვევს ზოგჯერ ნერწყვის გადაცდენას და პნევმონიის განვითარებას. ადამიანი შეიძლება დაბრმავდეს. საბოლოო ფაზაში სხეულის ტემპერატურა იმატებს და წნევა და პულსი ხდება პათოლოგიური.
ექიმის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე. მას ადასტურებს სისხლის ტესტი, რომელიც გამოავლენს წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალ დონეს; პათოლოგიური ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კგ), რომელიც გვიჩვენებს თავის ტვინის პათოლოგიებს.
დიაგნოზი თითქმის ყოველთვის ფატალურია 1-3 წლის განმავლობაში. თუმცა სიკვდილის მიზეზი ძირითადად პნევმონიაა, რომელიც ვითარდება კუნთების ძლიერი სისუსტისა და კუნთებზე კონტროლის დარღვევის გამო, რაც პანენცეფალიტის შედეგად ვითარდება.
დაავადების პროგრესის შესაჩერებლად ვერაფერი კეთდება. კრუნჩხვების კონტროლისა და შემცირებისთვის შეიძლება ანტიკონვულსანტური წამლების გამოყენება.