თიაქარი | მკურნალი.გე
  1. თიაქარი
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
თიაქარი

თიაქარი არის ნაწლავის ნაწილის გამოსვლა პათოლოგიური არხის გავლით.

დიაფრაგმის თიაქარი: ზოგიერთი ჩვილი იბადება დიაფრაგმის თიაქრით. დიაფრაგმის თიაქარი არის დიაფრაგმაში (კუნთი, რომელიც აცალკევებს გულმკერდს მუცლის ღრუსგან და ეხმარება სუნთქვაში) არსებული პათოლოგიური ღიობი ან კუნთების სისუსტე. ამ ღიობის არსებობა საშუალებას აძლევს წვრილ ნაწლავს, ამოვიდეს მასში, შექმნას გამობერილობა. ხანდახან ნაწლავი იჭედება ხვრელში. ჩაჭედვა ახშობს სისხლის მიწოდებას ჩაჭედილი ნაწლავისკენ (სტრანგულაცია), რომელიც შეიძლება გასკდეს (პერფორაცია) და ჩამოყალიბდეს პერიტონიტი (მუცლის ღრუს ან მისი ამომფენის ანთება ან ჩვეულებრივი ინფექცია), საჭირო გახდეს გადაუდებელი ოპერაცია. დიაფრაგმის თიაქარს, რომელიც საყლაპავის ხვრელში ამოდის, ეწოდება საყლაპავის ხვრელის თიაქარი.

ჭიპის თიაქარი: ჭიპის თიაქარი არის პატარა ხვრელი მუცლის კედელში, ჭიპზე ან მასთან ახლოს. წვრილი ნაწლავი შეიძლება გამოვარდეს ამ ხვრელიდან, როდესაც ბავშვი ახველებს და იჭინთება ნაწლავთა მოქმედებისას. ნაწლავი იშვიათად იჭედება (ჩაჭედილი) და თიაქარი ყოველთვის იხურება მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში 5 წლის ასაკამდე. თუ ჭიპის დიდი თიაქარი ამ დროისთვის არ დაიხურა, ექიმებმა უნდა ურჩიონ ოპერაციის ჩატარება. ხალხური საშუალებები, როგორიცაა მონეტის ან სხვა ნივთის დადება თიაქარზე და გადახვევა, არაეფექტურია და შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

საზარდულის თიაქარი: საზარდულის არეში წარმოქმნილ თიაქარს ეწოდება საზარდულის თიაქარი. იგი უფრო ხშირად ბიჭებს აქვთ, უფრო მეტად – დღენაკლულებს. დაახლოებით 10%-ს აქვს საზარდულის თიაქარი ორივე მხარეს. რადგან არსებობს საზარდულის თიაქრის ჩაჭედვის საშიშროება, ექიმი ძირითადად ურჩევს ხოლმე ოპერაციულ ჩარევას.