კოხლერის დაავადება არის ტერფის თაღის ძვლის ანთება.
ტერფის ძვლის დაავადება, ჩვეულებრივ, 2-დან 3 წლამდე ბავშვებს აღენიშნებათ (უფრო ხშირად ვაჟებს) და მხოლოდ ერთ ტერფზე გვხვდება. ფეხი შეშუპებული და მტკივნეულია, ხოლო ტერფის თაღი მგრძნობიარე ხდება: სიმძიმის აწევა და სიარული აძლიერებს დისკომფორტს და ბავშვის სიარულის მანერა იცვლება. საწყის ეტაპზე რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება, რომ ძვალი გაბრტყელებული და გაუხეშებულია, მოგვიანებით იგი ფრაგმენტებად იშლება. რენტგენოლოგიური გამოკვლევით, დაზიანებული და დაუზიანებელი მხარეების შედარებით, შეიძლება შეფასდეს, რამდენად შორსწასულია დაავადება.
კოხლერის დაავადება იშვიათად გრძელდება 2 წელზე მეტხანს. დასვენება და ტკივილის შემცირება შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით მიიღწევა. აუცილებელია, პაციენტმა თავი აარიდოს გადაჭარბებული სიმძიმეების აწევას. დაავადება, ჩვეულებრივ, მკურნალობისა და ყოველგვარი გახანგრძლივებული გვერდითი მოვლენების გარეშე გაივლის. მძიმე შემთხვევებში დახმარების მიზნით მიღებულია, რომ ბავშვმა ატაროს დამჭერი საშუალება, კარგად მორგებული თაბაშირის ნასკვი ტერფის თაღის მთელ სიგრძეზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.