მუხლის ფირფიტების ქონდრომალაცია არის მუხლის ფირფიტების ქვემოთ არსებული ხრტილის დარბილება.
ქონდრომალაცია, ტიპურ შემთხვევებში, მოზარდებში ვითარდება. მორბენლები განსაკუთრებით მგრძნობიარე და მიდრეკილი არიან ამ დაავადებისადმი. მიზეზი, სავარაუდოდ, მცირე დაზიანებებია, რომლებიც მუხლის ფირფიტის არასწორი დგომის შედეგად ვითარდება და ხშირად მეორდება. ეს არასწორი დგომა იწვევს მუხლის ფირფიტის ქვემოთ არსებული ხრტილის ზეწოლას და ხახუნს სხვა ძვლებზე, მუხლში მოხრის მომენტში.
ყრუ, არასასიამოვნო ტკივილი შეიგრძნობა მუხლის ირგვლივ და ქვემოთ. ცოცვა (განსაკუთრებით, კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა), რაც ზოგიერთ სპორტის სახეობაშია მიღებული, ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა და სირბილი, ჩვეულებრივ, აძლიერებს ტკივილს.
ექიმი დიაგნოზს სვამს სიმპტომებზე და ფიზიკურ გასინჯვაზე დაყრდნობით და შეიძლება ურჩიოს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებენ ოთხთავა კუნთებს, რომლებიც, თავის მხრივ, ასწორებენ და აფართოებენ მუხლის სახსარს.
სასარგებლოა მუხლის დრეკადობის გაძლიერება დაჭიმვითი ვარჯიშებით. ყველა სახის აქტიურობისაგან, რომელიც აძლიერებს ტკივილს, ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს.
ყინული და ანალგეტიკები ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსინი, ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას.