ქალთა წინადაცვეთა წარმოადგენს რიტუალს, რომლის დროსაც ხდება კლიტორის ან მცირე სასირცხო ბაგეების ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა.
ქალის წინადაცვეთის რიტუალი, უმეტესად, ხორციელდება აფრიკის გარკვეულ ნაწილში (ჩრდილოეთ და ცენტრალურ აფრიკაში). ეს რიტუალი ღრმად არის დამკვიდრებული, როგორც ტრადიცია და კულტურის ნაწილი. ტრადიციის მიხედვით ითვლება, რომ ქალები, რომლებიც განიცდიან სექსუალურ სიამოვნებას, არიან არაკონტროლირებადი ქცევის, გარიყულები და ვერ თხოვდებიან.
გოგონების საშუალო ასაკი, რომლის დროსაც მათ უტარებენ წინადაცვეთის პროცედურას, არ აღემატება 7 წელს. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე. წინადაცვეთა შესაძლოა შემოიფარგლოს კლიტორის ნაწილობრივი ამოკვეთით ან ჩატარდეს მეტად უკიდურესი ჩარევა, რაც კლიტორისა და მცირე სასირცხო ბაგეების სრულ ამოკვეთას გულისხმობს. შემდგომ ხდება ნარჩენი ქსოვილების კიდეების ერთმანეთთან მიკერება და მცირე დიამეტრის ხვრელის დატოვება შარდისა და მენსტრუალური სისხლდენის უზრუნველსაყოფად. პროცედურის შემდეგ რამდენიმე კვირა გოგონებს უკოჭავენ ფეხებს. ტრადიციულად ქალისთვის გენიტალიების შესავლის განთავისუფლება ხდება ქორწინების ღამეს.
გოგონებში წინადაცვეთის გართულებებს მიეკუთვნება: სისხლდენა, ინფექცია (ტეტანუსის ჩათვლით), ნაწიბურები და ფსიქოლოგიური პრობლემები. გენიტალური ორგანოების დამახინჯების მქონე ქალებში გამოვლინდა აივ-ინფექციის გაზრდილი მიმღეობა და მშობიარობის სისხლდენების გაზრდილი შემთხვევები ლეტალური გამოსავლით.
ქალთა წინადაცვეთის შემთხვევები შესაძლოა შემცირდეს რელიგიურ ლიდერებთან არგუმენტირებული კონსულტაციების გზით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ არსებულ პრაქტიკას მზარდი ოპოზიციის პირობებში.