იდაყვის მოტეხილობა შეიძლება სახსრის შემადგენლობაში (სხივის, იდაყვის და მხრის) შემავალ სამივე ძვალს მოიცავდეს. სხივის ძვლის თავის ან ყელის (სხივის ძვლის ზედა ბოლო) მოტეხილობა ხშირია ფიზიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის, გამართული ხელით დაცემისას. იდაყვის გარეთა კიდე მტკივნეულია და ხელის გამართვა შეუძლებელია. მხრის ძვლის მოტეხილობა უფრო რთულია და ხშირად ნერვების დაზიანებას იწვევს.
რენტგენოგრაფია ავლენს მოტეხილობას, თუმცა, ზოგჯერ ერთადერთი ნიშანი იდაყვის სახსრის ირგვლივ სითხის არსებობა შეიძლება იყოს.
სხივის ძვლის თავის მოტეხილობა მსუბუქია და მკურნალობა ფიქსატორის ან ელასტიკური ბანდის გამოყენებით არის შესაძლებელი; მცირე ხნის შემდეგ (რამდენიმე დღეში) უნდა დაიწყოს მსუბუქი ვარჯიშები. ვარჯიშის ადრეული დასაწყისი პაციენტს თავიდან აცილებს რიგიდობის განვითარებას. სხივის ძვლის თავის უფრო რთული სახის მოტეხილობას შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.