ქსოვილი ერთმანეთთან და კავშირებული უჯრედების ერთობლიობაა. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები ერთნაირი არ არის, მაგრამ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ სპეციფიკური ფუნქციების შესასრულებლად.მიკროსკოპით შესასწავლად აღებული ქსოვილის ნიმუში(ბიოფსია), ჩვეულებრივ, შეიცავს სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, თუმცაღა ექიმი, შესაძლოა, დაინტერესებული იყოს მათგან მხოლოდ რომელიმე ერთი ტიპით.
შემაერთებელი ქსოვილი არის მყარი, დრეკადი, ხშირად ფიბროზული ქსოვილი, რომელიც სხეულის სტრუქტურებს ერთმანეთთან აკავშირებს და საყრდენის როლსასრულებს. შემაერთებელი ქსოვილი თითქმის ყველა ორგანოშია; ის კანის, მყესების, კუნთების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემაერთებელი ქსოვილის მახასიათებლები დამისი შემადგენელი უჯრედები განსხვავებულია, იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ ნაწილშია ქსოვილი განთავსებული.
ორგანიზმის ფუნქციებს ორგანოები ახორციელებს. ყოველი ორგანო, მაგალითად, გული, ფილტვი, ღვიძლი, თვალი, კუჭი, ერთადერთი და განუმეორებელი სტრუქტურაა, რომელიც სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებს. ორგანო განსხვავებული ტიპის ქსოვილებისგან და, შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან შედგება. მაგალითად, გული შეიცავს: კუნთოვან ქსოვილს, რომელიც იკუმშება და სისხლს ტუმბავს; ფიბროზულ ქსოვილს, რომელიც გულის სარქვლების ნაწილია; სპეციალურ უჯრედებს, რომელნიც გულისცემის რიტმს და სიხშირეს არეგულირებს. თვალში არის კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც ავიწროებს და აგანიერებს თვალის გუგას, აგრეთვე, ნათელი უჯრედები ბროლსა და რქოვანაში, თვალშიდა სითხის გამომყოფი უჯრედები, უჯრედები, რომლებიც სინათლეს შეიგრძნობს, ნერვული უჯრედები, რომლებიც ატარებს იმპულსებს თავის ტვინისაკენ. ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი ორგანოც კი, როგორიცაა ნაღვლის ბუშტი, შეიცავს სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, სახელდობრ: შიგნითა ზედაპირის ამომფენ უჯრედებს, რომლებიც აყალიბებს მდგრადობას ნაღვლის წვენის გამაღიზიანებელი ზემოქმედების წინააღმდეგ; უჯრედებს, რომლებიც ნაღვლის განდევნისთვის საჭირო შეკუმშვას განაპირობებს; უჯრედებს, რომლებიც ქმნის ბუშტის მთლიანობის შემანარჩუნებელ გარეთა ფიბროზულ კედელს.