ენერგეტიკული თერაპია ფოკუსირებულია იმ ენერგეტიკულ ველებზე, რომლებიც არსებობს ორგანიზმის შიგნით და გარეთ. იგი, აგრეთვე, მოიცავს გარეგანი ენერგეტიკული წყაროს გამოყენებას (ენერგომაგნიტური ველები), რათა გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გაჯანსაღების პროცესზე. ყველა სახის ენერგეტიკული თერაპია ძირითადად ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს უნივერსალური სასიცოცხლო ძალა ან შეუმჩნეველი ენერგია ორგანიზმის შიგნით და გარშემო. ენერგეტიკული თერაპია მოიცავს მაგნიტებს, რეიკის, თერაპიულ შეხებას, იოგას, აიურვედას, აკუპუნქტურასა და ქიგონგს.
ენერგეტიკული თერაპიის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ჩვეულებრივ, თავიანთ ხელებს უახლოებენ ადამიანის ხსეულს და საკუთარ ენერგიას იყენებენ პიროვნების ენერგეტიკულ ველებზე ზემოქმედების მიზნით.
მაგნიტზე დაფუძნებულ მკურნალობაში გამოიყენება სტატიკური მაგნიტური ველები, ვიბრირებადი მაგნიტური ველები ან ცვალებადი ან არაცვალებადი ნაკადის ველები. მაგნიტების გამოყენება ძვალკუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში მკურნალობის პოპულარული მეთოდია. მაგნიტები შეიძლება მოთავსდეს ტანსაცმელში, სამკაულებსა და მატრასებში ტკივილის შესამცირებლად.
სტატიკური მაგნიტური თერაპია მეცნიერულად დაუსაბუთებელ მეთოდად რჩება, განსაკუთრებით, ტკივილის შემცირების თვალსაზრისით. კვლევები, რომლებიც ეხება ელექტრომაგნიტური თერაპიის გამოყენებას ოსტეოართროზისა და ტკივილებით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს, უფრო მეტ იმედს იძლევა. პულსირებადი ელექტრომაგნიტური ველების გამოყენება მოტეხილობის მკურნალობის დაჩქარების მიზნით კარგად არის დასაბუთებული. მაგნიტური მოწყობილობა გამოიყენება ტრადიციულ ფსიქიატრიაში დეპრესიის სამკურნალოდ, მაგნიტური იმპულსების თავის ქალაში გადაცემის გზით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა მაგნიტური თერაპია უსაფრთხო ადამიანების ისეთი კატეგორიებისათვის, როგორებიცაა:
რეიკი წარმოშობით იაპონელია. მისი მეთოდით, პრაქტიკოსი სპეციალისტები თავიანთი ხელების გამოყენებით ენერგიას მიმართავენ ადამიანის სხეულში, გაჯანსაღების ხელშესაწყობად. ამ სპეციალისტებს გავლილი აქვთ ტრენინგის სრული კურსი, რომლის დროს ინტენსიურად სწავლობენ და აძლიერებენ თავიანთ უნარს, წარმართონ საკუთარი ენერგია სხვა ადამიანებზე, მათ სამკურნალოდ. რეიკი უსაფრთხო მეთოდია. სპეციალისტები ამ მეთოდის გამოყენებისას არ ეხებიან კლიენტს ან ეხებიან ნაზად თითების წვერებით. მეთოდის ეფექტიანობა მეცნიერულად არ არის დასაბუთებული.
თერაპიული შეხება ზოგიერთ შემთხვევაში გულისხმობს ხელების ზემოდან დადებას სხეულზე იმისათვის, რომ სპეციალისტის ენერგიით მოხდეს პიროვნების ბიოველების დარღვეული ბალანსის იდენტიფიცირება და აღდგენა. რეიკის მეთოდისაგან განსხვავებით, სპეციალისტები, ჩვეულებრივ, არ ეხებიან პიროვნებას. ამის მაგივრად, ისინი ამოძრავებენ თავიანთ ხელებს პიროვნების წინ და უკან. თერაპიული შეხების მეთოდი გამოიყენება კიბოთი დაავადებულ ადამიანებში აღგზნებადობის შემცირების და კარგი ჯანმრთელობის შეგრძნების გასაძლიერებლად, მაგრამ მისი ეფექტიანობა არ არის ზუსტად გამოკვლეული. თერაპიული შეხების მეთოდი განსაკუთრებით მისაღები გახდა ჰოლისტიკის სპეციალისტი ექთნებისათვის, რომლებიც ამ მეთოდს კარგად იყენებენ კლინიკაში, თავიანთ რუტინულ სამუშაო პროცესში. თერაპიული შეხების მეთოდი უსაფრთხოა.