გვირილა | მკურნალი.გე
  1. გვირილა
გვირილა

ამ მცენარის ყვავილის გამოშრობის გზით მიიღება ჩაი ან მზადდება ექსტრაქტი.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ხშირად იყენებენ გვირილას, როგორც მსუბუქ სედაციურ საშუალებას. ზოგჯერ ადამიანები იღებენ გვირილას დასალევად, რომ შეამცირონ მუცლის კოლიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები. გვირილის ექსტრაქტს იყენებენ კომპრესების სახით კანის გაღიზიანების შესამსუბუქებლადაც.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გვირილა ზოგადად უსაფრთხო საშუალებად ითვლება. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის გაღიზიანებით, თვალების ქავილით, ცემინებით და ცხვირიდან გამონადენით. ადამიანებს ძალიან იშვიათად შეიძლება განუვითარდეთ მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). გვირილის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სედაცია და ღებინება.

გვირილამ შეიძლება შეამციროს ორალურად მიღებული ზოგიერთი მედიკამენტების აბსორბაცია. გვირილამ, ასევე, შეიძლება გააძლიეროს იმ მედიკამენტების ეფექტიანობა, რომლებიც სისხლის კოლტების წარმოშობის პრევენციის მიზნისთვის გამოიყენება (ანტიკოაგულანტები) და, აგრეთვე, სედაციური მედიკამენტების ეფექტი (ალკოჰოლის ჩათვლით). მან შეიძლება შეამციროს რკინის დანამატების აბსორბციის პროცესი.