ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება ეხმარება ადამიანებს მაქსიმალური სარგებლობის მიღებაში სამედიცინო პერსონალთან ვიზიტზე დახარჯული დროის სანაცვლოდ. ვიზიტისთვის მომზადება აადვილებს ეფექტურ კომუნიკაციას სამედიცინო პერსონალთან. მისაწოდებელი ინფორმაცია და საინტერესო კითხვები, რომელთა დასმაც არის განზრახული, წინასწარ, ვიზიტამდე უნდა ჩამოიწეროს.
პირველი ვიზიტი: პირველადი ჯანდაცვის ექიმთან პირველი ვიზიტისას ექიმს უნდა დაესვას კითხვები, რომლებიც ეხება ექიმის არჩევას, აგრეთვე საკითხებს, რის შესახებაც პაციენტს არ უკითხავს ან ხელმეორედ კითხვას საჭიროებს. გარდა ამისა, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს პასუხის მიღება სხვა კითხვებზეც, სახელდობრ:
თუ ადამიანს უკვე აქვს წინასწარ გაცხადებული ნება, მაშინ მან უნდა მიიტანოს ასლი ან ორიგინალი, ასლის მოსამზადებლად, სამედიცინო დოკუმენტაციაში შესატანად. მან, აგრეთვე, უნდა მოაგროვოს ყველა წამალი, რომელსაც ის ამჟამად იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, სამკურნალო მცენარეები და ვიტამინები და მიიტანოს ისინი ექიმის ოფისში. პირველი ვიზიტისას ექიმი ეკითხება პაციენტს როგორც წარსულში, ისე ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახლო ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული მკურნალობის, გამოკვლევების შედეგების შესახებ. ექიმმა კიდევაც რომ არ ჰკითხოს, პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ექიმს აქვს გარკვეული ინფორმაცია მის შესახებ, სახელდობრ:
ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდება აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი ცვლილების უმტკივნეულობას. მაგალითად, პაციენტმა უნდა მიაწოდოს თავის პირველადი ჯანდაცვის ექიმს სხვა ექიმების ან სამედიცინო დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაცია, ვისთვისაც კი მას მიუმართავს. ეს უადვილებს სამედიცინო მომსახურებაში ჩართულ პერსონალს ერთმანეთთან კომუნიკაციას, აგრეთვე, ეხმარება პირველადი ჯანდაცვის ექიმს პაციენტის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლების მიღებაში სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისთვის.
მომდევნო ვიზიტები: ექიმთან ყოველი მომდევნო ვიზიტისთვის პაციენტმა უნდა მოამზადოს ექიმისთვის მისაწოდებელი, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი. ჩამონათვალში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი:
ეს ნუსხა წერილობითი ფორმით უნდა მომზადდეს. ექიმის ოფისში ვიზიტისას დრო შეზღუდულია და ადამიანს შეიძლება ადვილად დაავიწყდეს, რისი თქმა ჰქონდა განზრახული. ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს – მნიშვნელოვანი საკითხები პირველ რიგში უნდა იქნეს მოხსენიებული. სიმპტომები, შეძლებისდაგვარად, დაწვრილებით და ზუსტად უნდა აღიწეროს – ნიველირების ან გადაჭარბების გარეშე. კითხვების ჩამოყალიბებისას წინასწარ, ვიზიტამდე რაიმეს წაკითხვა ან გასაუბრება სხვა პირთან, ვისაც ასეთივე დაავადება ან მსგავსი სადიაგნოზო ტესტის ჩატარება ჰქონდა რეკომენდებული, ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს უფრო მეტად ზუსტი და მისთვის სასარგებლო კითხვები.
პაციენტმა თან უნდა იქონიოს ყველა ფორმა (დაზღვევა, სკოლა, დასაქმება), რომლებიც ექიმმა ან დაწესებულების სხვა თანამშრომელმა უნდა შეავსოს; აგრეთვე, მოქმედი სადაზღვევო ბარათი, საჭირო მიმართვა, გადახდის ფორმები.
ექიმის ოფისში დანიშნულ დროზე 10-15 წუთით ადრე მისვლაა საჭირო (ეს განსაკუთრებით პირველ ვიზიტს ეხება), იმისათვის, რომ ოფისის პერსონალს საკმარისი დრო ჰქონდეს შეამოწმოს დაზღვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნამდვილობა და საჭირო ფორმების შევსება.
ვიზიტის დროს მნიშვნელოვანია ექიმის ყურადღებით მოსმენა და, შეძლებისდაგვარად, გულწრფელი და სრული პასუხი სენსიტიურ თემებზეც კი (როგორიცაა შარდვის კონტროლი ან სქესობრივი ცხოვრება). თუ განზრახულია მკურნალობა ან ინვაზიური სადიაგნოზო გამოკვლევა, პაციენტმა უნდა იკითხოს:
პაციენტმა უნდა მოითხოვოს გაუგებარი საკითხების განმარტება, მოიკითხოს პაციენტის საგანმანათლებლო მასალა, გამოფენილი ან ხელზე დასარიგებელი (თუ არის ხელმისაწვდომი). ექიმისთვის თხოვნა, წერილობით ჩამოაყალიბოს ვიზიტის ბოლოს რეკომენდაციები და მათი ხმამაღალი წაკითხვა ეხმარება პაციენტს რჩევების გათავისებაში, ექიმს კი – პაციენტის მიერ მცდარად გაგებულის შესწორებაში. პაციენტისთვის დამატებითი დამხმარე საშუალებაა ჩანაწერების გაკეთება. მათთვის, რომელთაც უჭირთ წერილობითი მასალის გამოყენება ან აქვთ მხედველობის, სმენის ან მეტყველების პრობლემა, ინფორმაციის მისაწოდებლად სხვა მიდგომებია საჭირო, მაგალითად, ექიმის რეკომენდაციების ჩაწერა აუდიოფირზე ან ოჯახის წევრის, ან მეგობრის დახმარება. ფარმაცევტთან წამლის მიღებისას იგივე მიდგომები შეიძლება იქნეს გამოყენებული.ვიზიტის დასასრულს პაციენტმა უნდა შეამოწმოს მის მიერ ვიზიტამდე ჩამოწერილ კითხვებზე და სიმპტომების შესახებ მიღებული ინფორმაციის სისრულე და, თუ რამ გაუგებარია, გააგრძელოს ექიმთან საუბარი საჭირო განმარტებების მისაღებად. თუ უპასუხოდ ბევრი კითხვაა დარჩენილი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებით შეხვედრა ან გაგზავნოსპაციენტი სხვა სამედიცინო პერსონალთან – ექთანთან,ფარმაცევტთანან დიეტოლოგთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ვიზიტის შემდეგ უნდა განისაზღვროს მომდევნო შეხვედრის თარიღი, გაფორმდეს რეცეპტები, პაციენტმა უნდა წაიკითხოს ექიმის ან ფარმაცევტის წერილობითი რჩევები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მკურნალობის მნიშვნელოვან საკითხებზე დღიურის წარმოების სურვილი. მაგალითად, პირმა, რომელსაც მუდმივი თავის ტკივილი აქვს, შეიძლება მოინდომოს დღიურში დააფიქსიროს, როდის და რის შემდეგ იწყება ტკივილი, შველის თუ არა წამლის მიღება.