ყოველ ორგანოს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ფუნქცია გააჩნია. ამავე დროს, ორგანოები მოქმედებენ როგორც ნაწილი ორგანოთა გარკვეული ერთობლიობისა, რომელიც ორგანოთა სისტემად იწოდება. ორგანოთა სისტემა სტრუქტურულ-ორგანიზაციული ერთეულია, რომლის მიხედვითაც შეისწავლება მედიცინა, კლასიფიცირებულია დაავადებები, იგეგმება მკურნალობა. ეს წიგნიც, მნიშვნელოვანწილად, ორგანოთა სისტემების კონცეფციის საფუძველზეა შედგენილი.
ორგანოთა სისტემის მაგალითია გულ-სისხლძარღვთა (კარდიოვასკულური) სისტემა, რომელიც წარმოდგენილია გულით და სისხლძარღვებით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაა სისხლის გადატუმბვა და ცირკულაცია. კუჭ-ნაწლავის (დიგესტიური, გასტროინტესტინური) სისტემა, რომელიც განფენილია პირიდან სწორნაწლავამდე, იღებს საკვებს, უზრუნველყოფს მის მონელებას და ნარჩენების გამოყოფას. გარდა კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავებისა, რომლებიც გადააადგილებს დაშეიწოვს საკვებს, ამ სისტემის ნაწილია სხვა ორგანოებიც– პანკრეასი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რომლებიც გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ენზიმებს, გამოაძევებს ტოქსინებს და გამოჰყოფს მონელებისთვის საჭირონივთიერებებს. ძვალ-კუნთოვანი სისტემა შედგება ძვლების, მყესებისა და სახსრებისგან. ეს სისტემა სხეულისსაყრდენია და მამოძრავებელი.
ცხადია, ცალკე აღებული ერთი რომელიმე ორგანოთა სისტემა იზოლირებულად არ ფუნქციონირებს. მაგალითად, საკვების დიდი რაოდენობის მიღების შემდეგსაჭმლის მომნელებელ სისტემას ფუნქციონირებისთვისმეტი სისხლი სჭირდება. ამიტომაც პროცესში ერთვებაგულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები; სახელდობრ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლძარღვებიფართოვდება და მეტი სისხლი მიედინება მომნელებელისისტემისკენ, თავის ტვინისკენ იგზავნება ნერვული იმპულსები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ფუნქციურიდატვირთვის გაზრდის შესახებ. იმავდროულად, საჭმლის მომნელებელი სისტემა ახდენს გულის პირდაპირ სტიმულაციას ნერვული იმპულსების მეშვეობით და სისხლშიქიმიური ნივთიერებების გამოყოფის გზით. მოხსენიებულის საპასუხოდ გული ზრდის გადატუმბული სისხლისრაოდენობას, ხოლო თავის ტვინი გამღიზიანებელს პასუხობს შიმშილის გრძნობისა და დატვირთვისთვის მზაობისდათრგუნვით, დანაყრების შეგრძნების აღმოცენებით.
ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს შორის ურთიერთკავშირს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედის ხდის შესაძლებლად თითოეული ორგანოს ფუნქციონირების მისადაგებას მთლიანი ორგანიზმის საჭიროებებთან. გულმა უნდა "იცოდეს", როდის არის სხეული მოსვენებულ მდგომარეობაში, რათა შეამციროს გადატუმბულისისხლის რაოდენობა ან პირიქით – დროულად გაზარდოსის დატვირთვის მატების შესაბამისად. თირკმლებს უნდამიეწოდოს ინფორმაცია ორგანიზმში სითხის ჭარბი რაოდენობით დაგროვების შესახებ, იმისთვის, რომ გამოყოსუფრო განზავებული შარდი, ან ორგანიზმის გაუწყლოების შესახებ, რათა შეაკავოს წყალი.ზემოთ მოხსენიებული ურთიერთკავშირის მეშვეობით სხეული ინარჩუნებს ბალანსირებულ მდგომარეობას– ჰომეოსტაზს. ჰომეოსტაზი არეგულირებს ორგანოებისფუნქციონირების ინტენსივობას – მის გაზრდას ან შემცირებას; იმავდროულად, ყოველი ორგანო ხელს უწყობსსხვა ორგანოების ფუნქციონირებას.
ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად კომუნიკაცია ხორციელდება ან ნერვული სისტემის მიერ, ან ქიმიური სტიმულაციით. ნერვული სისტემის ერთი ნაწილი – ავტონომიური ნერვული სისტემა, მნიშვნელოვანწილად აკონტროლებს კომპლექსურ საკომუნიკაციო ქსელს და არეგულირებს ორგანიზმის ფუნქციებს. ნერვული სისტემისეს ნაწილი ადამიანის ნების გარეშე მოქმედებს, ამასთან,მისი მოქმედება ადამიანისთვის შეუმჩნეველია. კომუნიკაციაში მონაწილე ქიმიურ ნივთიერებებს ტრანსმიტერები ეწოდება. ტრანსმიტერებს, რომელნიც გამომუშავდებაერთი რომელიმე ორგანოს მიერ და სისხლის ნაკადით მიეწოდება სხვა ორგანოებს, ჰორმონები ეწოდება. ტრანსმიტერები, რომელთაც ინფორმაცია გადააქვთ ნერვულისისტემის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ნეიროტრანსმიტერები ეწოდება.
კარგად ცნობილი ტრანსმიტერებიდან ერთ-ერთიაჰორმონი ეპინეფრინი (ადრენალინი). როდესაც ადამიანიმოულოდნელად აღმოჩნდება სტრესულ სიტუაციაში ანსაშიშროების წინაშე, თავის ტვინიდან მყისვე გადაეცემაინფორმაცია თირკმელზედა ჯირკვლებს, რომლებიც მაშინვე იწყებენ ეპინეფრინის გამოყოფას. ამ უკანასკნელსძალიან სწრაფად მთელი სხეული გადაჰყავს განგაშისმდგომარეობაში. ასეთ საპასუხო რეაქციას ზოგჯერუწოდებენ "ბრძოლის ან გაქცევის (გაფრენის)" რეაქციას.ამ დროს ხშირდება და ძლიერდება გულისცემა, თვალისჭრილები ფართოვდება და სინათლის აღქმა ძლიერდება, სუნთქვა ხშირდება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისაქტიურობა მცირდება, რაც, სისხლის გადანაწილებისგამო, კუნთების სისხლით მომარაგებას ზრდის. ეფექტისწრაფია და მკვეთრი.
სხვა ქიმიური ნივთიერებებით რეალიზებული კომუნიკაცია ნაკლებად მკვეთრია, მაგრამ თანაბრად ეფექტური. მაგალითად, სხეულის გაუწყლოებისას, როდესაცორგანიზმს მეტი სითხე სჭირდება, გულ-სისხლძარღვთასისტემაში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება. მოცულობის შემცირება აღიქმება კისრის არტერიების რეცეპტორების მიერ, რომლებიც ნერვების მეშვეობით სათანადო ინფორმაციას გადასცემს ტვინისფუძეზე მოთავსებულ ჰიპოფიზს.
ადამიანის სხეულში, აგრეთვე, არის ორგანოთა ჯგუფი – ენდოკრინული სისტემა – რომელთა ძირითადიფუნქციაა სხვა ორგანოების ფუნქციის მარეგულირებელი ჰორმონების გამომუშავება. მაგალითად, ფარისებრიჯირკვალი გამოიმუშავებს თირეოიდულ ჰორმონს, რომელიც აკონტროლებს მეტაბოლიზმს (ქიმიური პროცესების მიმდინარეობის სისწრაფე); პანკრეასი გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმშიშაქრის გამოყენებას; თირკმელზედა ჯირკვლებში გამომუშავდება ეპინეფრინი, რომელიც ამზადებს ორგანოებსდა მთლიანად ორგანიზმს სტრესთან გასამკლავებლად.