ცოცხალორგანიზმს შეუძლია მისთვის საკმარისიენერგიის გამომუშავება. აღნიშნული ენერგია წარმოიქმნება საკვების მოლეკულების დაწვისას, რომელიც ხორციელდება დაჟანგვის (ოქსიდაციის) პროცესით (ამ დროს საკვების მოლეკულები უკავშირდება ჟანგბადს). დაჟანგვა ნიშნავს ნახშირბადისა და წყალბადის ჟანგბადთან დაკავშირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნახშირორჟანგი და წყალი. ჟანგბადის მოხმარებადა ნახშირორჟანგის წარმოქმნა სიცოცხლისათვის აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორგანოთა სისტემა, რომელიც სწრაფად და საკმარისი სიმძლავრით უზრუნველყოფს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლას ატმოსფეროს ჰაერსა და ორგანიზმში მოცირკულირე სისხლს შორის, ორგანიზმის საჭიროების გათვალისწინებით, მათ შორის, მაქსიმალური დატვირთვის დროს. სასუნთქი სისტემის საშუალებით ჟანგბადი შედის ორგანიზმში, ხოლო ნახშირორჟანგი ტოვებს მას.