საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა სხეულის ფორმას, სიმყარესა და გადაადგილებას უზრუნველყოფს. იგი ძვლების (რომლებიც ქმნიან ჩონჩხს), კუნთების, მყესების, იოგების, სახსრების, ხრტილებისა და სხვა შემაერთებელ-ქსოვილოვანი ელემენტებისაგან შედგება. ტერმინი "შემაერთებელი ქსოვილი" გამოიყენება იმ ქსოვილის აღსაწერად, რომელიც ამაგრებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქსოვილებსა და ორგანოებს. მისი მთავარი კომპონენტებია ცილოვანი ნივთიერება – ელასტიკური ბოჭკოები და კოლაგენი.