დელირიუმი და დემენცია ყველაზე ხშირად იწვევს მენტალურ (კოგნიტურ, შემეცნებით) დისფუნქციას – ცოდნის მიღების, დამახსოვრებისა და გამოყენების უნარის დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად შეიძლება განვითარდეს, განსხვავება საკმაოდ დიდია. დელირიუმი უეცრად იწყება, შემეცნებითი ფუნქციების ცვლილებები ტალღოვანი და როგორც წესი, შექცევადია. დემენცია თანდათან ვითარდება, ნელა პროგრესირებს და ხშირად შეუქცევადია. ამასთანავე, ეს ორი დაავადება მენტალურ ფუნქციებს სხვადასხვანაირად არღვევს. დელირიუმი ძირითადად ყურადღებას შლის, დემენცია კი – მეხსიერებას. ორივე მათგანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ბევრად ხშირია მოხუცებში, ტვინის ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით.