კვებითი აშლილობების სამი კატეგორიაა გამოყოფილი:
- ნერვული ანორექსია: უარი ნორმალური წონის მინიმალური მაჩვენებლის შენარჩუნებაზე, უკონტროლო კვება "გაწმენდით" ან მის გარეშე;
- ნერვული ბულიმია: უკონტროლო კვება და "გაწმენდა" წონაში კლების გარეშე;
- უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა: უკონტროლო კვება "გაწმენდის" გარეშე.
- უკონტროლო კვება არის სწრაფად მიღება საკვების იმ რაოდენობისა, რომელიც საგრძნობლად აღემატება ადამიანთა უმეტესობის მიერ დროის იმავე მონაკვეთსა და პირობებში მიღებული საკვების რაოდენობას. მოხსენიებულს თან ახლავს კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. "გაწმენდა" არის თვითგამოწვეული პირღებინება ან საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის ბოროტად გამოყენება.
კვებითი აშლილობები უფრო ხშირია ქალებს შორის, უმეტესად ახალგაზრდა ქალებში, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებში.