შიზოფრენია და ბოდვითი აშლილობა სხვადასხვა სახის დაავადებებია, რომელთაც შეიძლება გააჩნდეთ მსგავსი მახასიათებლები, როგორიცა პარანოია, ეჭვიანობა და არარეალური აზროვნება. თუმცა, შიზოფრენია ფსიქოზთან (მდგომარეობა, რომლის დროსაც რეალობასთან კავშირი დარღვეულია) და ყოფისა და საქმიანობის უნარის დაქვეითებასთან ასოცირდება. ამის საპირისპიროდ, ბოდვითი აშლილობის დროს კავშირი რეალობასთან შენარჩუნებულია (ძალიან სპეციფიკური და კონკრეტული არარეალური ბოდვითი აზრების არსებობის გარდა) და ცხოვრების უნარი გაცილებით ნაკლებად ზიანდება. ამასთან, შიზოფრენია შედარებით გავრცელებულია, ბოდვითი აშლილობა კი იშვიათად გვხვდება.