მიელოპროლიფერაციული (მიელო – ძვლის ტვინი, პროლიფერაცია – სწრაფად გამრავლება) დაავადებების დროს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წინამორბედი უჯრედები სწრაფად და ზომაგადასულად მრავლდება ან მათ შემაერთებელი ქსოვილი ჩაანაცვლებს. ეს დაავადებები, როგორც წესი, შეძენილია და არა გენეტიკური, თუმცა შედარებით იშვიათია, მაგრამ არის ოჯახებიც, რომლის რამდენიმე წევრია ავად. უფრო სავარაუდოა, რომ ამ ოჯახებში მემკვიდრეობით გადაეცემა წინასწარგანწყობა დაავადებისადმი და არა თავად პათოლოგია.
სამი ძირითადი მიელოპროლიფერაციული დაავადება არსებობს: ჭეშმარიტი პოლიციტემია, მიელოფიბროზი და თრომბოციტემია. სისხლის უჯრედების წინამორბედების გამრავლება დასაწყისში ყოველთვის კეთილთვისებიანია. თუმცა, შედარებით იშვიათად, მიელოპროლიფერაციული დაავადება პროგრესირებს ან გადაგვარდება ავთვისებიან სიმსივნედ, მაგალითად, ლეიკემიად.