პერიოდონტული დაავადებები იწვევენ კბილის გარემომცველი და საყრდენი სტრუქტურების, უპირველეს ყოვლისა, ღრძილების, ყბის ძვლებისა და კბილის ფესვის გარე შრის ანთებასა და დაზიანებას/დაშლას.
პერიოდონტული დაავადებები ძირითადად ბაქტერიის აკუმულირებითაა გამოწვეული. ისინი უფრო მეტად უვითარდებათ პაციენტებს, რომლებიც არ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას, მწეველებსა და კონკრეტული დაავადებების მქონე პაციენტებს, როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ცუდი კვება, ლეიკემია და შიდსი.