პენისისა და სათესლე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ანთებითმა პროცესმა, ქსოვილის დანაწიბურებამ, ინფექციამ (სქესობრივად გადამდები დაავადებების ჩათვლით) ან ტრავმულმა დაზიანებამ. შეიძლება განვითარდეს პენისის კანის კიბო. თანდაყოლილმა ანომალიებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გაძნელება და გავლენა მოახდინოს სქესობრივ ურთიერთობებზე. პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები შეიძლება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად შემაწუხებელი იყოს. პენისის კანის დაზიანება არ ახდენს გავლენას სექსუალურ ფუნქციაზე ან ფერტილობაზე, სათესლე ჯირკვლების ან პენისის ღრმა შრეების დაზიანება კი ორივეზე ზემოქმედებს.