მამაკაცებში სექსუალური დისფუნქცია ნიშნავს სექსუალური ურთიერთობების სირთულეებს. სექსუალური დისფუნქცია მოიცავს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ზემოქმედებენ სექსის მართვის პროცესზე (ლიბიდო), ერექციის უნარზე, მის მიღწევაზე ან შენარჩუნებაზე (ერექციის დისფუნქცია ან იმპოტენცია), ეაკულაციასა და ორგაზმის მიღწევის უნარზე.
სექსუალური დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა. სექსუალური ურთიერთობების ბევრი პრობლემა შეიძლება განპირობებული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების ერთობლიობით. ფიზიკური პრობლემები ზოგჯერ განაპირობებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს (როგორიცაა გაღიზიანება, შიში ან სტრესი), რომლებიც თავის მხრივ აღრმავებენ არსებულ ფიზიკურ პრობლემებს. ზოგჯერ მამაკაცები თვითონ ან პარტნიორის ზეგავლენით თავს გრძნობენ შეზღუდულად სექსუალური აქტის განხორციელების პროცესში და ძლიერ განიცდიან, როცა მას კარგად ვერ ახერხებენ (ქცევითი გაღიზიანება). ეს ქცევითი გაღიზიანება შეიძლება იყოს შემაწუხებელი, რაც თავის მხრივ აქვეითებს სიამოვნების შეგრძნებას სექსუალური ურთიერთობების დროს.
ერექციის დისფუნქცია ყველაზე გავრცელებული დისფუნქციაა მამაკაცებში. მამაკაცებში ასევე გვხვდება ლიბიდო. ეაკულაციის პრობლემები მოიცავს: არაკონტროლირებად ეაკულაციას ვაგინის პენეტრაციის წინ ან შემდეგ, ხანმოკლე პერიოდში (ნაადრევი ეაკულაცია), ეაკულაციას შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) და ეაკულაციის უუნარობას (ანეაკულაცია).
ნორმალურ სექსუალურ ფუნქციას განაპირობებს ტვინსა (ფიქრები, მეხსიერება და ემოციები) და სხეულს შორის კომპლექსური ურთიერთქმედება. ნერვული, ცირკულატორული და ენდოკრინული სისტემები ტვინთან ურთიერთკავშირში იწვევენ სექსუალურ რეაგირებას. ნერვული სისტემის ყველა ნაწილს შორის ნატიფი და ბალანსირებული ურთიერთმოქმედებით კონტროლდება მამაკაცის სექსუალური რეაქცია.
ლტოლვა (ასევე ცნობილი, როგორც სექსის მართვა ან ლიბიდო) არის სექსუალურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილი. მისი გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს: ფიქრები, სიტყვები, გარეგნობა, სურნელი ან შეხება. აღტკინება გადადის სექსუალური რეაგირების ციკლის პირველ სტადიაში და იწყება აღელვება. აღელვება არის სექსუალური აღგზნება. აღგზნების პერიოდში თავის ტვინიდან იგზავნება ნერვული სიგნალები ზურგის ტვინის გავლით პენისში. არტერიები, რომლებიც სისხლით ამარაგებენ ერექციაში მონაწილე ქსოვილებს (corpora cavernosa და corpus spongiosum), ნერვულ სიგნალებს პასუხობენ გაფართოებით. გაფართოებული არტერიები იწვევენ ქსოვილების სისხლით გადავსებას და მნიშვნელოვნად აძლიერებენ სისხლის შედინებას ამ მიდამოებში. ვენები, რომლებიც, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ახორციელებენ სისხლის დრენაჟს პენისიდან მათ გარშემო არსებული კუნთების შეკუმშვით, ამ შემთხვევაში აფერხებენ სისხლის გადინებას, რის შედეგადაც პენისში სისხლის წნევა იმატებს. პენისში სისხლის წნევის გაზრდა იწვევს პენისის სიგრძისა და დიამეტრის მატებას და დგება ერექცია. ასევე იმატებს კუნთების დაძაბულობა მთელ სხეულში.
ეაკულაცია იწყება, როცა ნერვული სიგნალები იწვევენ კუნთების შეკუმშვას მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებში, როგორებიცაა სათესლე ბუშტები, პროსტატა, ეპიდიდიმის სადინარები და თესლის გამომტანი მილი. კუნთების შეკუმშვის შედეგად თესლი გადადის შარდსადენში. ამ უკანასკნელის ირგვლივ არსებული კუნთების შეკუმშვა იწვევს თესლის გადასროლას პენისის გავლით გარეთ. ამ დროს საშარდე ბუშტის ყელიც იკუმშება, რაც თესლის უკან, შარდის ბუშტში გადასვლას აფერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეაკულაცია და ორგაზმი ერთდროულად ხდება, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული მოვლენებია. ეაკულაცია შეიძლება მოხდეს ორგაზმის გარეშე, ისევე, როგორც ორგაზმიც შეიძლება დადგეს ეაკულაციის არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით – პუბერტულ პერიოდში ან ზოგიერთი მედიკამენტის (როგორიცაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი) გამოყენების დროს, ასევე, ქირურგიული ოპერაციის (როგორიცაა პროსტატის ამოღება) შემდეგ. მამაკაცთა უმრავლესობის შეფასებით, ორგაზმი ძალიან სასიამოვნოა.
მამაკაცი სექსუალური აქტის დამთავრების შემდეგ მშვიდდება. ეაკულაციისა და ორგაზმის შემდეგ პენისის არტერიები იკუმშება და ვენები ფართოვდება. შესაბამისად, პენისში სისხლის შედინება იკლებს და გადინება იმატებს, რის შედეგადაც პენისი რბილდება (detumescence). ამის შემდეგ ერექცია გარკვეული პერიოდი – 20 წუთის ან ნაკლები დროის განმავლობაში ახალგაზრდებში და უფრო ხანგრძლივად ასაკოვან მამაკაცებში – აღარ მეორდება (რეფრაქტურული პერიოდი). ერექციათა შორის პერიოდი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.